17:39 | 2020-03-14 ავტორი: Prime Time

კახეთში თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის ორი მამაკაცი კარანტინში გადაიყვანეს

 

მაკაცები საგარეჯოსა და სოფელ წყაროსთავის მკვიდრები არიან. საპატრულო პოლიციისა და სპეცეკიპირების დახმარებით, მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგარეჯოს განყოფილების უფროსის, ლელა ოთარაშვილის ინფორმაციით, ორივე მათგანი ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.

 

„ერთი ჩამოვიადა ესპანეთიდან, მეორე იტალიიდან. ისინი მუდმივად არღვევდნენ თვითიზოლაციის დადგენილ წესს, რაზეც გაფრთხილებაც მიიღეს, მაგრამ მაინც ურჩობდნენ. იძულებული გავხდით და ჩავრთეთ პოლიცია- განაცხადა ოთარაშვილმა.

 

კახეთიდან, მოქალაქის იძულებით კარანტინში გადაყვანის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი