fbpx
12:50 | 2020-03-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს შსს-ს წარმომადგენლები გააკონტროლებენ

თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს შსს-ს წარმომადგენლები გააკონტროლებენ

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შსს-ს დაავალა, გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საბჭოსთვის, მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა:

 

„ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე. თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნშვენლოვანი კომპონენტი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ეს კომპონენტი“,- განაცხადა გახარიამ.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X