fbpx
21:22 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

ეს არის წინასაარჩევნოდ გათვლილი პროპაგანდა – უგულავა

ეს არის წინასაარჩევნოდ გათვლილი პროპაგანდა – უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება.

 

უგულავას თქმით, ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა.

 

„თავიდან ბოლომდე ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა, რაშიც პროკურატურა ხშირად მონაწილეობს. თვალწინ მიდგას შოთაძე როგორ იძლევა ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე, თუ როგორ ავალებდა ამ ბოდვებს ივანიშვილი.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენ რეგიონში მიდის ომი და ნებისმიერი ქმედება ან არასწორი გამოხედვაც კი შეიძლება იყოს აღქმული როგორც მხარედ დაკავება, რაც კატასტროფულად არ შეიძლება და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

 

საქართველოს ეროვნული ინტერესი არის სწრაფად დასრულდეს საომარი მოქმედებები ჩვენ ორ მეზობელ პარტნიორ ქვეყანას შორის და ჩვენ პირიქით უნდა ვცდილობდეთ ეხლა მათ შორის შუამავლობას, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს პროცესი.

 

ამ დროს, ნებისმიერი მსგავსი რამის წამოწყება ნიშნავს როგორი პროვინციული დეგენერატიზმი სუფევს ჩვენ ხელისუფლებაში,“ – განაცხადა უგულავამ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X