fbpx
20:58 | 2020-04-03 ავტორი: თეონა ყაჭიური

თვალშისაცემია წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი დასნეულდება – მამა ანდრია ჯაღმაიძე

თვალშისაცემია წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი დასნეულდება – მამა ანდრია ჯაღმაიძე

„ძალიან თვალშისაცემია, წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი ან მრევლის ნაწილი ზიარების შემდეგ დასნეულდება“,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავში, დეპუტატი ზიარების შემდეგ დასნეულდა, რაც არასწორია.

 

„იმ დროს, როდესაც გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა, ძალიან თვალშისაცემია, წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი ან მრევლის ნაწილი ზიარების შემდეგ დასნეულდება.

 

დაზღვეული არაფრისგან ვართ. ეს შეიძლება ნებისმიერს შეემთხვეს. როდესაც ვიღაცას უხარია, რომ ეკლესიაში გაჩნდეს კლასტერი, ძალიან სამწუხაროა.

 

ყველას ვთხოვ, რომ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ნუ დავძაბავთ დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

ტაძრის კარი არ დაიხურება – სად და როგორ ილოცებს საქართველოს მრევლი აღდგომის დღესასწაულზე? 

 

ამავე თემაზე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური
X