fbpx
17:32 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

ინგა გრიგოლია: „ტვ პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა!

ინგა გრიგოლია: „ტვ პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა!

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

 

„ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა((((( მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს.იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება.“, – წერს გრიგოლია.

 

„ტვ პირველის“ ინფიცირებული თანამშრომელი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი ვიკა ბუკიაა, რომელიც ტელევიზიაში პროდიუსერად მუშაობს. მასთან ერთად COVID-19 აღმოაჩნდა მის მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილსაც.

 

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
2020-09-09დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X