17:06 | 2020-05-26 ავტორი: ნინი ტაველიძე

თუთიყუშის კომენტარები, შესაძლოა, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინონ

თუთიყუშის კომენტარები, შესაძლოა, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინონ

თუთიყუშის კომენტარები, შესაძლოა, სასამართლო პროცესზე გამოიყენონ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

46 წლის ელიზაბეტ ტოლედო გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. შემთხვევა არგენტინის ქალაქ სან-ფერნანდოში მოხდა.

 

პოლიციის ოფიცერს, რომელიც დანაშაულის ადგილს ათვალიერებდა, თუთიყუშის ხმა მოესმა – „არა გთხოვთ, გამიშვით“ (Ay, no, Por favour, soltame!).

 

 

პოლიცია თვლის, რომ თუთიყუში თავისი პატრონის უკანასკნელ სიტყვებს იმეორებდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თუთიყუში მეზობელმაც ახსენა, რომელმაც ფრინველის ნათქვამი – „რატომ დამარტყი“ გაიგონა. მთავარმა პროკურორმა, ბიბიანა სანტელამ განაცხადა, რომ თუთიყუშის ჩვენება საქმის მასალებში შეიტანა.

 

აუტოპსიამ აჩვენა, რომ ელიზაბეტი ჯერ სცემეს, შემდეგ გააუპატიურეს და მოკლეს. ქალის შიშველი ცხედარი იატაკზე დაგდებული იპოვეს.

 

ელიზაბეტს სახლი სამ კაცზე ჰქონდა გაქირავებული. მისი ორი მდგმური მკვლელობასთან კავშირის გამო დააკავეს. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

ქალი მთვრალმა მეზობლებმა ცოცხლად დამარხეს - მიწაში ჩამარხულმა საფლავიდან ამოსვლა მოახერხა (უკრაინა)
2020-04-28ქალი მთვრალმა მეზობლებმა ცოცხლად დამარხეს - მიწაში ჩამარხულმა საფლავიდან ამოსვლა მოახერხა (უკრაინა)
ავტორი: ნინი ტაველიძე

X

error: Content is protected !!