12:31 | 2020-04-08 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო! – რატი სამყურაშვილის მეუღლე შვილზე

თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო! – რატი სამყურაშვილის მეუღლე შვილზე

ყოფილი დეპუტატის, რატი სამყურაშვილის მეუღლე ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ყველაზე მტკიცედ დეპუტატის გარდაცვალებას ოჯახის პატარა წევრი – თუთა შეხვდა, რომელიც დედას სულ ამშვიდებს.

 

„ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას ჯობს ყველაფერი.

 

ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი.

 

თუმცა ეს არ არის სწორი არჩევანი. დამეთანხმა.

 

თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო, რომელიც იქით ზრუნავს და ამშვიდებს დედას.

 

წმენდს ცრემლებს და ეუბნება: ღმრად ისუნთქე, ისუნთქე! ჰო, აი, ასე, დამშვიდდი, მაკის არ უნდა, რომ ასეთი იყო („მაკი“ „მაკინოს“ ანუ თუთას მიერ პირველად წარმოთქმული „მამიკოს“ შემოკლებითი სახელი და ყველაზე ტკბილი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში. მაკისნაირი – რატისნაირი მამა არავის ყოლია და ახლა აღარც თუთას ყავს)“ – წერს ეკატერინე ტოგონიძე

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რატი სამყურაშვილი 6 აპრილს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
2020-04-06ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები