15:55 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

თურქმენეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება აკრძალა და რათა პანდემიის შესახებ ინფორმაციები დამალოს. ამის შესახებ ორგანიზაცია Reporters Without Borders (RSF) აცხადებს.

 

სამართალდამცველების ცნობით, თურქმენეთის ყველა მედიას პუბლიკაციებში კორონავირუსის გამოყენება აუკრძალეს.

 

სიტყვა ასევე ამოიღეს სპეციალური ბროშურებიდან, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლებელ დაწესებულებსა და სამუშაო ადგილებში აგზავნის.

 

ამავდროულად მოქალაქეები, რომლებსაც ქუჩაში ნიღბები უკეთიათ და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებაზე ლაპარაკობენ, შეიძლება დააკავონ სამართალდამცველებმა.

 

მანამდე თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მთავრობის შეხვედრის დროს მოქალაქეებს ურჩია ვირუსისგან თავი ძველებური მეთოდით – მარიამსაკმელას ორთქლით დაიცვას.

 

ოფიციალური მონაცემებით თურქმენეთში კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები