fbpx
21:58 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

თურქეთთან მატჩში რუსეთს წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა უკაპიტნა

თურქეთთან მატჩში რუსეთს წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა უკაპიტნა

არტიომ ძიუბას ნაკრებიდან მოკვეთის შემდეგ რუსეთის ნაკრებს წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჯიქიამ უკაპიტნა.

 

ჯიქიას კაპიტნობით, რუსეთის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მე-5 ტურის მატჩში თურქეთს შეხვდა და ანგარიშით, 3:2 დამარცხდა.

 

წარმოშობით ქართველი ფეხბურთელის კაპიტნობაზე რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჯიქიამ კაპიტნის სამკლავური ღირსეულად მოირგო.

 

ცნობისთვის, აქამდე რუსეთის ნაკრებს არტიომ ძიუბა კაპიტნობდა, თუმცა ინტერნეტში, მისი მონაწილეობით გავრცელებული მასტურბირების ვიდეოს შემდეგ ეროვნული გუნდიდან მოკვეთეს.

 

რუსეთის ნაკრების ვარსკვლავი ოთახში მასტურბირების გამო ნაკრებიდან მოკვეთეს

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X