10:41 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

თურქეთში პოლიციამ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი ქალები დაარბია

თურქეთში პოლიციამ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი ქალები დაარბია

თურქეთში სამართალდამცველებმა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სტამბოლში, შეკრებილი ქალები წყლის ჭავლის საშუალებით დაარბიეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეებს საშუალება არ მისცა, ისტიკლალის ქუჩაზე გადაადგილებულიყვნენ.

 

სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, ხელისუფლება ქალაქის მასშტაბით, ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნებართვას არ გასცემს, რის გამოც, დემონსტრაცია არასანქცირებულად მიიჩნევა.

 

გუბერნატორის თქმითვე, დაიკეტა მეტროსადგურები, რომლის გზაც  ამ მოედანზე მიდიოდა.

 

გასულ წელს პოლიციამ შეკრებილები ცრემლსადენი გაზით დაარბია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X