12:55 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

თურქეთში მიწისძვრის დროს ექიმებმა ფეხმძიმე პაციენტები არ მიატოვეს – ვიდეო

თურქეთში მიწისძვრის დროს ექიმებმა ფეხმძიმე პაციენტები არ მიატოვეს – ვიდეო

გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია სამშობიარო და თურქი ექიმები, რომლებიც მიწისძვრის დროს პაციენტებს მარტო არ ტოვებენ.

 

როგორც მთავარმა ექიმმა განაცხადა, შემთხვევა პაციენტის მშობიარობის დროს მოხდა.

 

„მშობიარეებს და ჩვილებს მარტო ვერ დავტოვებდი. დედებს პანიკის საშუალება არ მივეცი და ვამშვიდებდი. ყველა კარგად და უსაფრთხოდ ვართ, თუმცა, ასეთ სიტუაციაში ჩავარდნას არავის ვუსურვებ“, – ამბობს ექიმი.

 

შეგახსენებთ, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 1600-სს აღემატება. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოსახლეობის გადარჩენას ამ დრომდე აგრძელებენ.

 

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვრის საღამოს მოხდა, რის შემდეგაც 220-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

 

ეპიცენტრი ქალაქი მალატიაა, სადაც 762 000 ადამიანი ცხოვრობს.

 

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც. ბიძგები იგრძნეს სამცხე-ჯავახეთშიც.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები