15:26 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „მოქალაქის ტესტმა, რომელზეც არსებობდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა კორონა ვირუსი ჰქონოდა, დადებითი პასუხი გვიჩვენა“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ.

 

მისივე თქმით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თურქეთში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩავიდა და ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

 

კორონავირუსი მსოფლიოს 110 ქვეყანაში 115 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა გამოვლენილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები