19:46 | 2020-06-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თურქეთში დედამ შვილს ძვირადღირებული ფეხსაცმელი არ უყიდა, შვილმა ის კიბეებზე დააგორა (ვიდეო) 

თურქეთში დედამ შვილს ძვირადღირებული ფეხსაცმელი არ უყიდა, შვილმა ის კიბეებზე დააგორა (ვიდეო) 

თურქეთში, შვილმა დედა კიბეებიდან იმის გამო დააგორა, რომ მას ძვირადღირებული ფეხსაცმელი არ უყიდა. ამ ფაქტის ამსახველმა ვიდეომ სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

 

მოგვიანებით დედა პოლიციაში მივიდა და შვილის უდანაშაულობაზე ისაუბრა.

 

ნიდერლანდებში წაულებს დახოცავენ
2020-06-06ნიდერლანდებში წაულებს დახოცავენ

 

„ჩემს გოგოს ერთი ფეხსაცმელი მოეწონა, იმის გამო, რომ ძვირიანი იყო მე მას ვუთხარი, რომ ვერ ვუყიდდი. ის კი დაჟინებით ითხოვდა, ხელით შემეხო, მე ვცდილობდი მის ხელებიდან თავის დახსნას. თავი ვერ შევიკავე და კიბეებზე დავგორდი. თავი ვერ შევიკავე და კიბეებიდან დავგორდი. ეს ვიდეოს ბოლო ნაწილში ჩანს და მომხდარი საზოგადოებამ სულ სხვანაირად გაიგო.

 

მე პოლიციას მივმართე, მათ მითხრეს, რომ ვიდეოს გადაღებისა და გავრცელების უფლება ჰქონდათ.

 

მოგვიანებით ვიდეოს ავტორი დამიკავშირდა და ბოდიში მომიხადა. მან ჩემს შვილს ცხოვრება დაუნგრია. ამ ვიდეოს შემდეგ სირცხვილით გარეთ ვერ გადის“, – ამბობს დაზარალებული ქალი.

 

დედის თხოვნის მიუხედავად, პოლიციამ გამოძიება სხეულის განზრახ სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +