14:08 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

თურნავა: პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს

თურნავა: პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს

საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრეს მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

ხვალინდელ აქციაზე გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან - ირაკლი ზარქუა
2021-10-13ხვალინდელ აქციაზე გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან - ირაკლი ზარქუა

 

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის სამი მილიარდი დოლარის ექსპორტი გავიდა და მიმდინარე წლის 9 თვეში ქართული ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა.

 

„ასევე თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, 9%-იანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთ მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, – ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ავტორი: Prime Time

X