fbpx
16:43 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

თურნავა: გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა

თურნავა: გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა

გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, ვინც მიიღებს ვაქცინას,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობილია, ვინ მიიღებს ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას
2020-11-26ცნობილია, ვინ მიიღებს ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას

 

„დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდება და წლის ბოლოდან დავიწყებთ აღდგენას და რა თქმა უნდა, სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა.

 

საპენსიო დანაზოგები, საპენსიო სქემა და ფონდი, ეს არის გაცილებით გრძელვადიანი საკითხი, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ფუძემდებლური რეფორმა და ჩვენ არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი და გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია, რა პრობლემებიც არ უნდა დაგვიდგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ავტორი: Prime Time
X