19:32 | 2020-06-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ტურისტად წასულმა ქართველმა გოგონამ „შუაგულ ევროპაში“ ბოსტანი გააშენა

ტურისტად წასულმა ქართველმა გოგონამ „შუაგულ ევროპაში“ ბოსტანი გააშენა

მაკა გიორგაძე პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიაში, მეგობართან გაემგზავრა და მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო უკან ვერ დავრუნდა. თუმცა, დრო უქმად არ დაუკარგავს და „შუაგულ ევროპაში“ ბოსტანი გააკეთა.

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მაკა თავად უამბობს:

 

ბოსტანი გემანიაში

 

– თებერვალში წავედი მეგობართან, სტუმრად, 3 თვით, როგორც ტურისტი, მაგრამ კორონავირუსის გამო მომიწია დარჩენა და სახლში გამოკეტვა, როგორც დანარჩენ სამყაროს.

 

„პერმესო“ ყველასთვის არ არის! - რა შემთხვევაში არ მისცემენ ემიგრანტს იტალიაში ცხოვრების უფლებას
2020-05-19„პერმესო“ ყველასთვის არ არის! - რა შემთხვევაში არ მისცემენ ემიგრანტს იტალიაში ცხოვრების უფლებას

 

ჩემი მეგობარი უკვე წლებია, აქ სწავლობს, უნივერსიტეტში და ფოტოგრაფიას ეუფლება.

 

ცხოვრობს გერმანულ ოჯახში, ძალიან კარგ ადამიანებთან. ისინი დამეხმარნენ და მათი კეთილი ნებით ამ დრომდე ვრჩები აქ და ველოდები, როდის შევძლებ დაბრუნებას.

 

ამ ოჯახს ძალიან დიდი ეზო აქვს მე და ჩემი მეგობარი ვფიქრობდით, ამ კარანტინის დროს რა შეიძლებოდა სასიკეთო გაგვეკეთებინა. შვთავაზეთ და ოჯახიც სიამოვნებით დაგვთანხმდა, რომ ბოსტანი გაგვეკეთებინა.

 

ახლახან ჩავრგეთ ნერგები და ვუვლით შვილებივით, ველოდებით შედეგს. მალე სიმინდი, გოგრა, კიტრი, პამიდორი, ბულგარული, კამა, როზმარინი, პიტნა გვექნება.

 

მე თვის ბოლოს მე ალბათ საქართველოში დავბრუნდები, ჩემი მეგობარი კი რჩება და ის მოიმკის ჩვენი შრომის შედეგს.

 

ბოსტანი გერმანიაში 2

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X