02:30 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველს დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტურინული გუნდის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

Image result for daniele rugani

კლუბის ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს COVID-19-ზე ტესტი დღეს ჩაუტარდა და დადებითი შედეგი აჩვენა. მათივე ინფორმაციით, რუგანის სიმპტომები არ აღენიშნება.

 

„იუვენტუსის“ ხელმღვანელები აცხადებენ, რომ კანონით გათვალისწინებული იზოლაციის ყველა წესს დაიცავენ და ფეხბურთელთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს უმოკლეს ვადებში დაადგენენ.

ავტორი: Prime Time


X