12:49 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

თუ ვაქცინა ასეთი სახით იქნება მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ არ გაიკეთოს – მამა შალვა კეკელია

თუ ვაქცინა ასეთი სახით იქნება მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ არ გაიკეთოს – მამა შალვა კეკელია

კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ თუ მისი მისი გაკეთება მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდება, შესაძლოა ცალკეულმა სასულიერო პირებმა, ან მთლიანად საპატრიარქომ მრევლს მოუწოდოს, რომ ეს ვაქცინა არ გაიკეთონ.

 

მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ამბობს, მისთვის მიუღებელია სავალდებული წესით ვაქცინის გაკეთება და იმ ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესება, ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს.

 

„ღორის გრიპი ათწლეულებია, რაც არსებობს დედამიწაზე. გერმანიაში შარშან 10 000 ადამიანი გარდაიცვალა ამ ღორის გრიპით.

 

თქვენ ჟურნალისტებმაც შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანია შარშან ღორის გრიპით დაღუპული.

 

ჯერ არ იციან ამ სენის (კორონავირუსი) შესახებ. რატომ უნდა იყოს ვაქცინა აუცილებელი და სავალდებულო, რომ გავიკეთოთ.

 

შეიძლება იცით, როგორ დადგეს საკითხი – თუ ეს ვაქცინა არ გაქვს გაკეთებული მოგზაურობის უფლება არ მოგცენ, სამსახურში არ მიგიღონ….

 

ეს უკვე სხვა რაღაცაა. ეს ვაქცინა კი არა უკვე სხვა რამისკენ არის მიმართული. თუ ასეთი მდგომა იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ამ ვაქცინას არ გავიკეთებთ.

 

თუ ამას ექნება რეკომენდაციის სახე და იქნება თავისუფალი არჩევანი, ყველა თვითონ გადაწყვეტს.

 

თუ ეს ვაქცინა იქნება ისეთი სახის, რომ ამის გარეშე სამსახურში არ მიმიღებენ, ვერ ვიმოგზაურებ, ან სკოლაში ვერ მივიყვან შვილს, მაშინ ეს არის უკვე არა ვაქცინა, არამედ ერთ-ერთი ნიშანი, ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული.

 

მაგრამ თუ თავისუფალი არჩევანი იქნება, ეს სხვა საკითხია. თუ სავალდებულო იქნება, მე როგორც მღვდელი მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ არ გაიკეთოს“, – ამბობს მამა შალვა კეკელია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები