10:57 | 2020-03-23 ავტორი: თათია ცუკოშვილი

თუ ტრამპი არ იმოქმედებს, ჩვენი ოჯახის წევრები დაიღუპებიან! – ნიუ-იორკის მერი

თუ ტრამპი არ იმოქმედებს, ჩვენი ოჯახის წევრები დაიღუპებიან! – ნიუ-იორკის მერი

თუ პრეზიდენტი არ იმოქმედებს, ხალხი, ხანდაზმული ასაკის მოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები დაიღუპებიან, – ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ფედერალურმა მთავრობამ საკმარისი ზომები არ გაატარა.

 

„აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ-იორკიდანაა და თითსაც კი არ გაანძრევს, რომ თავის მშობლიურ ქალაქს დაეხმაროს და ეს უბრალოდ არ მესმის. არაერთხელ მოვითხოვე სამხედროების მობილიზება. ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატების გამოყოფა. თუ პრეზიდენტი, არ იმოქმედებს ხალხი დაიღუპება,“ – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 34 000 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 413-ია.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X