19:10 | 2021-07-12 ავტორი: თამარ გონგაძე

“თუ თქვენს სუფრებზე თქვენი დირექტორების გასართობად აღარ მოვედი, იცოდეთ, რომ ამის მიზეზი ჩემი და ჩემი მეგობრების შეურაცხყოფაა” – ვის მიმართავს ნიკა ქავთარაძე

“თუ თქვენს სუფრებზე თქვენი დირექტორების გასართობად აღარ მოვედი, იცოდეთ, რომ ამის მიზეზი ჩემი და ჩემი მეგობრების შეურაცხყოფაა” – ვის მიმართავს ნიკა ქავთარაძე

შოუმენი ნიკა ქავთარაძე ფეისბუქმეგობრებს უხსნის, რომ თუ ისინი ძალადობას გაამართლებენ და ჟურნალისტებს აგინებენ, მაშინ ნუღარ გაუკვირდებათ, რომ მათთან გასართობად აღარ მივა. თუმცა დახმარების ხელს გაუწვდის.

 

“მოგმართავთ ჩემს ძველ მეგობრებს, ზესტაფონელ ახლობლებს, ნათესავებს, ყოფილ თანამშრომლებს და სხვებს. ყოველ ჯერზე, როცა ამართლებთ ძალადობას, როცა ამართლებთ აგრესიას, როცა აგინებთ მედიას/ჟურნალისტებს/ ტელევიზიებს, როცა იჭერთ ბოტების და ტროლების მხარეს – პირადად მეც იგივეს მიკეთებთ, პირდაპირ!

 

ხოდა, თუ აღდგომას სასაფლაოზე, ან სხვა შეკრებებზე აღარ ჩაგეხუტეთ, თუ თქვენს თხოვნებზე უარი გითხარით, თუ თქვენს სუფრებზე თქვენი დირექტორების გასართობად აღარ მოვედი, იცოდეთ, რომ ამის მიზეზი ჩემი და ჩემი მეგობრების შეურაცხყოფაა.

 

თუმცა, თუ დავინახე, რომ ვინმე უსამართლოდ გჩაგრავთ, იმ წამს დამავიწყდება თქვენი საქციელი და თავს არ დავინდობ.

 

მერე კი ისევ ისე ვიცხოვრებ, რადგან სულ იცოდეთ – არსებობს მომენტები, როცა ბოროტების მხარეს არ უნდა იდგე, თუ გინდათ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პატივისცემას იმსახურებდეთ.
შეგიძლიათ, სულაც ყ&ეზე დამიკიდოთ, თუმცა ეგეც დასწრებაზეა და დაგასწარით” – წერს ქავთარაძე “ფეისბუქზე”.

ავტორი: თამარ გონგაძე


X