fbpx
16:09 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

თუ თქვენ სისხლის ეს ჯგუფი გაქვთ, კორონავირუსით ინფიცირების რისკი დაბალია

თუ თქვენ სისხლის ეს ჯგუფი გაქვთ, კორონავირუსით ინფიცირების რისკი დაბალია

Business Insider-ზე დაყრდნბით 1tv.ge აქვეყნებს ვრცელ სტატიას ახალ კვლევებზე, რომელიც ადამიანის სისხლის ჯგუფებთან კორონავირუსის კავშირს ეხება.

 

სტატიაში მიხედვით, ამ კვირაში გამოქვეყნებული ორი კვლევა მიუთითებს, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკი აქვთ, ასევე დაბალია იმის ალბათობაც, რომ ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობა დაუმძიმდეთ.

 

ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე COVID-19-ის პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ, ვიდრე II და IV ჯგუფის პაციენტები. ამას გარდა, მათ ნაკლებად ესაჭიროებოდათ ფილტვების ვენტილაცია და უფრო იშვიათად ჰქონდათ თირკმლების უკმარისობაც.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს აღმოჩენა სრულ თანხვედრაშია წინა კვლევების დროს I ჯგუფის სისხლის შესახებ გაკეთებულ ასეთივე აღმოჩენებთან და ნათელ სურათს ქმნის კორონავირუსის ერთი კონკრეტული რისკფაქტორის შესახებ.

 

ორივე კვლევა რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Blood Advances-ში გამოქვეყნდა. ერთი მათგანი COVID-19-ის 95 კრიტიკულად მძიმე პაციენტს სწავლობდა თებერვალი-აპრილში, კანადის ქალაქ ვანკუვერში.

 

კვლევის დროს გაირკვა, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში საშუალოდ 4,5 დღით ნაკლებს ატარებდნენ, ვიდრე II და IV ჯგუფის სისხლის მქონენი. ეს უკანასკნელნი (II და IV ჯგუფის სისხლი) რეანიმაციულ განყოფილებაში საშუალოდ 13,5 დღეს ატარებდნენ. თუმცა, მკვლევრებმა კავშირი ვერ ნახეს სისხლის ჯგუფსა და თითოეული პაციენტის მიერ საავადმყოფოში გატარებულ დროის ხანგრძლივობას შორის.

 

თუმცა, დაადგინეს, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტთა მხოლოდ 61 პროცენტს დასჭირდა ფილტვების ვენტილაცია, II და IV ჯგუფის სისხლის მქონეთაგან კი 84 პროცენტს.

 

ამას გარდა, II და IV ჯგუფის პაციენტებში უფრო მეტად იყო დიალიზის საჭიროება, პროცედურის, რომელიც თირკმლებს სისხლიდან ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება.

 

„სისხლის ამ ორი ჯგუფის მქონე პაციენტებს შეიძლება, COVID-19-ის მიზეზით ორგანოების დისფუნქციის ან უკმარისობის უფრო მაღალი რისკი ჰქონდეთ, ვიდრე I და III ჯგუფის სისხლის მქონეებს“, — წერენ კვლევის ავტორები.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X