fbpx
01:18 | 2020-10-27 ავტორი: თამთა თორდია

თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი! – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი 

თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი! – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი 

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის.

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ტყუპი ვაჟი შეეძინა
2020-10-27ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ტყუპი ვაჟი შეეძინა

 

ნანა გეგეჭკორი Facebook ლაივის დროს მოსახლეობას მიმართავს.

 

„როგორ გამოვიცნოთ, ვართ თუ არა ავად, რა სიმპტომები აქვს კოვიდს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაგვიტანია გრიპი და დასვამთ კითხვას, როგორ მივხვდე, არის თუ არა ეს გრიპი, მით უმეტეს, რომ სეზონური დაავადებების დრო მოდის და ძალინ რთული იქნება, კოვიდით ხართ ავად, თუ გრიპით.

 

თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის. ამიტომ, თუ თქვენ მოიქცევით ისე, როგორც მოიქცეოდით კოვიდის შემთხვევაში, ეს იქნება სწორი. შეიძლება არ აღმოგაჩნდეთ, როცა ტესტს გაიკეთებთ, თუმცა სჯობს თავი დაიზღვიოთ, ვიდრე ეთამაშოთ ამ დაავადებას“, – განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X