fbpx
12:10 | 2020-11-24 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“თუ პატრიარქი არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, ეკლესია განზე უნდა იდგეს..” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

“თუ პატრიარქი არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, ეკლესია განზე უნდა იდგეს..” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც. ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება, – ამის შესახებ დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

დეკანოზი მიიჩნევს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება, არ მიულოცოს მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება, სწორი პოზიციაა.

 

“უკვირს ხალხს, წელს პატრიარქმა მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცაო. ბევრი გაშმაგებული ლანძღავს ქუთაისის მიტროპოლიტ იოანეს, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთო, რომ გვარიგებს.

 

თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, მართებული პოზიციაა და ასეც უნდა იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით, არც წინა არჩევნებში, არც იმის წინაში, არც იმის წინის წინაში და არსასოდეს, არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ უნდა მიელოცა ეკლესიას. ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც.

 

პატრიარქის გზავნილი მრევლს: მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობდეს და უვლიდეს თავის პირის ღრუს
2020-11-19პატრიარქის გზავნილი მრევლს: მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობდეს და უვლიდეს თავის პირის ღრუს

 

ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება. თუ ეკლესიის მსახურები და ასევე პოლიტიკოსები ვერ შევიგნებთ ამას, მოვა დრო და თვითონ ცხოვრება და საზოგადოება მიგვიჩენს ჩვენს ადგილს და ეს უფრო მტკივნეული იქნება”- წერს დეკანოზი.

 

შეგახსენებთ, საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, 21 ნოემბერს კი 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მმართაველი პარტიისთვი გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცია. პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ საბოლოო შედეგებს ელოდებიან.

 

ამასთან, ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იოანემ განაცხადა, რომ “ქართვულ ოცნებას” გამარჯვება ყველამ უნდა მიულოცოს და ეს უნდა გაკეთდეს მშვიდობისთვის.

ავტორი: ზურა დვალაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X