13:08 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

თუ ოპოზიციისთვის ვინმე „ჟორიკაა“ სტაბილურობის გარანტი, ნება მომეცით, ეს არ გავიზიარო – წულუკიანი

თუ ოპოზიციისთვის ვინმე „ჟორიკაა“ სტაბილურობის გარანტი, ნება მომეცით, ეს არ გავიზიარო – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს.

 

წულუკიანი სწორედ ასე გამოეხმაურა 13 ამერიკელი კონგრესმენის კვლევას, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოკავშირედ არის მოხსენიებული.

 

„დეჟავიუ მაქვს. ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე ასეთი კვლევები, სადაც ეწერა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის აგენტი.

 

თითქოს პუტინის დავალებით „ქართული ოცნება“ არიგებდა მაცივრებს წინასაარჩევნოდ.

 

ამავე კვლევაში, თუკი მას კვლევას დავარქმევთ, ძალიან სიანტერესო „მიგნებებია“.

 

მაგალითად, წერია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა არის უმაღლეს ნიშნულზეო.

 

ეს შეუსაბამობები იწვევს ირონიას. მახსოვს როდესაც ბიძინა ივანიშვილს ვახლდი ვიზიტით სტრასბურგში, ამგვარი კვლევის ავტორებმა, ოღონდ ევროპელებმა კითხეს – რატომ წაართვით ტელეკომპანია „იმედი“ კანონიერ მფლობელსო.

 

როდესაც ჩვენ გაგვეღიმა და ვუთხარით, „იმედი“ კი არ წავართვით, მიმტაცებელს ჩამოვართვით და კანონიერ მესაკუთრეს დავუბრუნეთთქო, ამან დაბნეულობა გამოიწვია ევროპელებში.

 

ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილები – მათ ქვეყნის შიგნით ყველა რესურსი ამოწურეს და განწირულნი არიან მარცხისთვის. ამიტომ, ცდილობენ ლობისტების მეშვეობით დაუბრუნდნენ 2012 წლის რიტორიკას.

 

ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული.

 

ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა, რომელიც ერთადერთია, ვინც გახლავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენტიტეტის, დამოუკიდბელობის და სტაბილურობის გარანტი.

 

თუ ოპოზიციისთვის ვინმე ჟორიკაა სტაბილურობის გარანტი, ნება მომეცით, რომ მე ეს არ გავიზიარო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X