15:16 | 2020-05-16 ავტორი: Prime Time

თუ კარანტინის შემდეგ მოგზაურობას გეგმავთ, აქ საოცრად გაგიმასპინძლდებიან

თუ კარანტინის შემდეგ მოგზაურობას გეგმავთ, აქ საოცრად გაგიმასპინძლდებიან

კარანტინმა უამრავი ადამიანი სახლში გამოკეტა. ბუნებრივია, შეიზღუდა შიდა ტურიზიც.

 

ახლა, როცა ვირუსი ნელ-ნელა უკან იხევს და შეზღუდვების ეტაპობრივად იხსნება, ვფიქრობთ, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში მოგზაურობა არ გაწყენდათ.

 

ამ მხრივ ტრადიციულად განსაკუთრებით მიმზიდველია ფშავი, არამხოლოდ მისი გამორჩეული ბუნების გამო.

 

Pshav Khevsureti: Georgia, Tbilisi, Great Caucasus. Best places to visit. All you need for travelling in mountines, tourist attractions. Must see. Pictures, videos, stories.

 

ბევრ ადამიანს ფშავი ტრადიციული და სრულიად გამორჩეული სამზარეულოთი იტაცებს.

 

თავმას ჩოხელი-ს ფოტო.

 

რაღა თქმა უნდა, ამ მხრივ გამორჩეულია ხინკალი….

 

ფშავლები მტკიცედ არიან დარწმუნებულნი – ხინკლის სამშობლო ფშავიაო. თქმულებაც არსებობს:

 

ერთი ახალგაზრდა ფშაველი ტყვეობიდან გამოქცეულა, ბევრი უვლია, ურბენია, სახლში ძლივს ცოცხალმა ჩააღწია, იმდენად იყო ტყვეობაში ნატანჯი და გაქცევისას დაღლილი. სახლში უმცროსი და დახვედრია, რომელსაც გული დაეწვა კბილებჩალეწილი ძმის დანახვაზე. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გოგონამ ხორცი დაკეპა, ცომში შეახვია და მარილწყალში მოხარშა, რათა უკბილო ძმა უმტკივნეულოდ დანაყრებულიყო. პირველი ხინკალიც ეს იყოო.

 

თავმას ჩოხელი-ს ფოტო.

 

არახორცეული კერძებიდან უნდა ვახსენოთ ხავიწი – ერბოში მოდუღებული ფქვილი, რომელიც ცოტა მძიმე, მაგრამ ყუათიანი კერძია. ეს კერძი მესხეთშიც მზადდება, აჭარაშიც და კახეთშიც, თუმცა ფშავური ხავიწი მაინც განსხვავებულია. აქ არ გამოიყენება წყალი.

 

თავმას ჩოხელი-ს ფოტო.

 

ცალკე თემაა კეცეულები, ანუ ხაჭაპურები, რომლებიც ძალიან თხელი ცომისგან მზადდება, გულსართად კი ყველის ნაცვლად ხაჭო უკეთდება. ზოგჯერ მას ურევენ კვერცხსა და რძეს, გამომცხვარს კი დამდნარ ერბოსთან ერთად მიირთმევენ.

 

გარდა ხაჭოსი, კეცეულის გულსართად გამოიყენება სოკო და სხვადასხვა მხალეული. აქ ასევე საკვებად მოიხმარენ უამრავ მცენარეს, რომელთა სახელებიც შეიძლება, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთვის შორეული ანდა სრულიად უცხოც იყოს, ასეთებია: თითმავალა, დურცი, კიტრანა და სხვა.

 

ამ კუთხეში ერთი გამორჩეული კერძი არსებობს – დაკრეფენ საჭმელად ვარგის ნორჩ გვიმრას, მოხარშავენ და შემდეგ ხაჭოთი აზავებენ. ამას ფშავლები ჩადუნას უწოდებენ. სხვა კუთხეების მსგავსად, აქაც პოპულარული იყო ღოლოს, შინდისა და ცერცვის შეჭამანდები.

 

თავმას ჩოხელი-ს ფოტო.

 

ფშავური სუფრის ნამდვილი დელიკატესია დამბალხაჭო. ფშაველ კაცს იგი თავისი კუთხის სიამაყედ მიაჩნია და საუკეთესო სტუმარს სწორედ დამბალხაჭოსგან მომზადებული კერძებით უმასპინძლდება.

 

ფშავ-ხევსურეთის გამორჩეული სამზარეულო, ეთნოგრაფია, ბუნება და კულკტურული მემკვიდრეობა – ეს ყველაფერი ერთად ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

 

ასე რომ, თუ მოგენატრათ საქართველოში მოგზაურობა, შესაბამისი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ თავისუფლად შეგიძლია მოგზაუბრობა სწორედ ფშავიდან დაიწყოთ.

 

Pshav Khevsureti: Georgia, Tbilisi, Great Caucasus. Best places to visit. All you need for travelling in mountines, tourist attractions. Must see. Pictures, videos, stories.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები