12:53 | 2020-04-03 ავტორი: ნინი ტაველიძე

თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები ტკბილ მოგონებად დარჩეს, უნდა შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია – ხუნდაძე

თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები ტკბილ მოგონებად დარჩეს, უნდა შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია – ხუნდაძე

თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები ტკბილ მოგონებად დარჩეს, უნდა შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

„პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ როგორც სწორად გავიარეთ შეკავების ფაზა, ასევე სწორად უნდა გავიაროთ პრეკრიზისული ფაზა.

 

ამის მზაობა არსებობს.

 

ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის, როდესაც ყველაზე მეტი დაწოლა წამოვა ჯანდაცვის სექტორზე, ანუ წინა ხაზს უკვე სრულად დაიკავებენ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები“,- განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ჯანდაცვის სექტორის მზაობის საკითხებზე გაგრძელდება მსჯელობა.

 

„დღეს სხდომაზე ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ რევიზია ჯანდაცვის სექტორის, რამდენად არის ის მზად და ყველა შესაძლო სცენარი, მათ შორის თეორიული, მოსალოდნელი მძიმე სცენარიც, ისე რომ, იყოს დაზღვეული ყველა შესაძლო შემთხვევა და განვითარება“,- განაცხადა ხუნდაძემ.

 

ამასთან, მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რეკომენდაციები დაიცვან.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვიყენო საშუალება და შევეხმიანო მოქალაქეებს, დაიცვან წესები, რეკომენდაციები, ფიზიკური დაშორიშორება, ჰიგიენის წესები.

 

თუ გვინდა, რომ ეს მძიმე დღეები ტკბილ მოგონებად დარჩეს, უნდა შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია.

 

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამისთვის, თქვენ თქვენი ვალდებულება შეასრულეთ“,- განაცხადა ხუნდაძემ.

 

ასევე, დღეს დილით გახდა ცნობილი საქართველოში 14 ახალი ინფიცირებულის შესახებ.

 

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები