12:42 | 2020-05-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თუ გონს არ მოეგებიან, პასუხს მიიღებენ – ვის ემუქრება ბოდბელი ეპისკოპოსი

თუ გონს არ მოეგებიან, პასუხს მიიღებენ – ვის ემუქრება ბოდბელი ეპისკოპოსი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

„თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან პასუხს მიიღებენ საპასუხოს. საზღვარგარეთაც და აქაც.

 

ეკლესიაზე შეტევა მიდის. სხვა არის კრიტიკა, სხვა არის რამეს რომ დავაშავებთ, თუ ვერ ვხვდები უნდა მიმითითო, თუ ვხვდები, შემდეგ შეგიძლიათ ჩემს ცუდ საქციელზე ილაპარაკოთ.

 

აღდგომაზე ეკლესიის კლასტერი რომ არ არის, ხალხს გული გაუსკდა, ძალიან ხომ უნდოდათ ყოფილიყო? პოლიტიკოსებსაც ძალიან უნდოდათ ჭკუას გვასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა.

 

საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან რომ ვიცი და ჭკვიანად უდნა იყვნენ. რაც ეკუთვნით ისე რომ მოვექცე, უბრალოდ გამოვა, რომ პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდება, ხალხი სხვანაირად შეხედავს რომ ვთქვა რას აკეთებენ და როგორ იქცევიან. როგორ ცდილობენ რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ.

 

ოპოზიციას ვგულისხმობ, მთავრობა რატომ უდნა ვიგულისხმო. მთავრობა ბოლომდე შეეცადა, რომ  წირვები არ ჩატარებულიყო, მაგრამ ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო. რომ არ ჩატარებულიყო, ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა, როგორც მოხდა მსოფლიოში“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

 

28.05.2020 მეუფე იაკობის ინტერვიუ

28.05.2020 ამაღლება. მეუფე იაკობის ინტერვიუ

Posted by ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი/Bishop of Bodbe Jakob on ხუთშაბათი, 28 მაისი, 2020

 

ადამიანს ადამიანის სახეს არ დაგვიტოვებენ ცოტა ხანში, მაინც და მაინც ნიღბით უნდა იარო - მეუფე იაკობი
2020-05-17ადამიანს ადამიანის სახეს არ დაგვიტოვებენ ცოტა ხანში, მაინც და მაინც ნიღბით უნდა იარო - მეუფე იაკობი
მადლობა ღმერთს, რომ თავში ავარდნილი არ გვაქვს - მეუფე იაკობი სასულიერო პირებზე
2020-05-06მადლობა ღმერთს, რომ თავში ავარდნილი არ გვაქვს - მეუფე იაკობი სასულიერო პირებზე
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X