10:17 | 2020-08-17 ავტორი: Prime Time

თუ ღამით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზით მგზავრობას გეგმავთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

თუ ღამით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზით მგზავრობას გეგმავთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის სურამის მონაკვეთზე მოძრაობა 17 აგვისტოს 23:00 სთ-დან 18 აგვისტოს 07:00 სთ-მდე და 18 აგვისტოს 23:00 სთ-დან 19 აგვისტოს 07:00 სთ-მდე შეიზღუდება.

 

„აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზის დასრულებისათვის საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე მშენებარე სურამის სატრანსპორტო კვანძზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება,.

 

ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ132-კმ137 მონაკვეთზე, 17 აგვისტოს 23:00 სთ-დან 18 აგვისტოს 07:00 სთ-მდე და 18 აგვისტოს 23:00 სთ-დან 19 აგვისტოს 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ჩაკეტვის პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132-ე კმ-დან დაბა სურამში რუსთაველის ქუჩის გავლით 137-ე კმ-მდე მოხდება.

 

დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება კი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 137 -ე კმ-დან დაბა სურამში რუსთაველის ქუჩის გავლით 132-ე კმ-მდე.

 

ჩაკეტვის პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X