10:32 | 2020-09-16 ავტორი: Prime Time

თუ გაზაფხულზე იყო პრინციპი დარჩი სახლში, დღეს პრინციპია ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან! – ამირან გამყრელიძე

თუ გაზაფხულზე იყო პრინციპი დარჩი სახლში, დღეს პრინციპია ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან! – ამირან გამყრელიძე

თუ გაზაფხულზე იყო პრინციპი “დარჩი სახლში”, დღეს პრინციპია “ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

რა მოხდება მაშინ თუ ადამიანი  დაინფიცირდება covid19-ით და ამასთანავე  ექნება გრიპის ვირუსიც?
2020-09-15რა მოხდება მაშინ თუ ადამიანი დაინფიცირდება covid19-ით და ამასთანავე ექნება გრიპის ვირუსიც?

 

მისი თქმით, კორონავირუსის სამართავად ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა საჭირო აღარ იქნება.

 

„ძალიან მკაცრი ჩაკეტვები იყო, ძირითადად, გაზაფხულზე, როცა ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს ინფექცია.  ინფექცია მაშინ უფრო აგრესიული იყო. სიკვდილიანობის პროცენტი, გლობალური მონაცემებით, გაზაფხულზე იყო 7%, მთელ რიგ ქვეყნებში 10-15-19%-იც კი, რადგან ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო იმ დროს. ერთადერთი იარაღი, იმ დროს, მკაცრი რეგულაციები, ჩაკეტვა იყო. დღეს უკვე 8 თვეა გასული.

 

ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა. სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად ჩამოსულია 3.2 %-ზე, 7-დან. ამასთან, თვითონ შეფარდება მსუბუქი შემთხვევებისა საერთო შემთხვევებში სერიოზულად გაიზარდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X