fbpx
14:55 | 2020-09-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თუ გასულ დღეებში ამ რესტორნებს სტუმრობდით, ტესტირების ჩატარება მოგიწევთ! – მთავრობა რესტორნების სიას ავრცელებს

თუ გასულ დღეებში ამ რესტორნებს სტუმრობდით, ტესტირების ჩატარება მოგიწევთ! – მთავრობა რესტორნების სიას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით აფრთხილებს და მოუწოდებს – იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ქვემოთჩამოთვლილ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ, მიმართონ უახლოეს სადიაგნოსტიკო ცენტრებს და ჩაიტარონ უფასო ტესტირება:

 

„თუ 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდით ბათუმის საკონდიტრო/კაფე „დონა-ში“, 30-31 აგვისტოს კი სასტუმრო „ოაზისში“, ან 29 აგვისტოს ქორწილში რესტორან „მრავალჟამიერში“, გთხოვთ, ჩაიტაროთ Covid-19-ზე უფასო PCR ტესტირება უახლოეს სადიაგნოსტიკო ცენტრში“, – ნათქვამია მთავრობის მიერ დაგზავნილ  მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 

 

112;

15 05;

116 001

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X