16:41 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

თუ დეპუტატებს არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობაზე – მიხეილ სააკაშვილი

თუ დეპუტატებს არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობაზე – მიხეილ სააკაშვილი

ვრცელდება საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დეპუტატების კლინიკაში არ შეშვების გამო მკურნალობის კურსის გაგრძელებაზე უარს ამბობს.

 

„უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

 

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X