14:04 | 2020-06-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

თუ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაშინ ეს უნიკალური შემთხვევა იქნება პანდემიის ისტორიაში – რაზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

თუ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაშინ ეს უნიკალური შემთხვევა იქნება პანდემიის ისტორიაში – რაზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

ტურიზმის აღდგენა საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება,- ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა.

 

ყველასთვის კარგად ცნობილ პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ
2020-06-03ყველასთვის კარგად ცნობილ პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ

 

„ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს.

 

ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

მისი თქმით, ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას წარმოადგენს და სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ოქროს შუალედის პოვნა ისე, რომ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი არ დაუკარგონ

 

და ამავდროულად საკმარისი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების იმპორტირების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს.

 

„თუ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაშინ ეს უნიკალური შემთხვევა იქნება პანდემიის ისტორიაში. მაშინ გამოვა, რომ საერთოდ დავძლიეთ პანდემია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან აღდგება, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას დაიწყებს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X