12:36 | 2020-07-31 ავტორი: თამთა თორდია

„გული ეტკინა, ჩაიკუზა, ჩემს შვილს სთხოვა მანქანა მოიყვანეო“ – არასრულწლოვანის მამა შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

„გული ეტკინა, ჩაიკუზა, ჩემს შვილს სთხოვა მანქანა მოიყვანეო“ – არასრულწლოვანის მამა შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს პირადი ინტერესები აქვს.

 

„ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, გააჩნია რა მოილაპარაკა. ყველაფერი რაც ჟურნალისტებმა კითხეს აბათილებს, განადგურებულია ის ადგილი სადაც იმალებოდა ამირხანაშვილი, თუ მორჩა საგამოძიებო მოქმედებები რაღას იცავენ იმ ადგილს. ყველაფერს ხელს აფარებს, რომ მალე მორჩეს ეს ყველაფერი და არჩევნებზე ქულები დაიწეროს შაქრაშვილის ბიძამ“,-განაცხადა ზ.ხ-ს მამამ.

დაკავებული ნახალოვკელების თანაკლასელის სკანდალური ჩვენება:
2020-07-31დაკავებული ნახალოვკელების თანაკლასელის სკანდალური ჩვენება: "ნიკა ჟვანია, კვალის წაშლის მიზნით, ხელებს იბანდა"

 

არასრულწლოვნის მამა ჟურნალისტებთან ჩხუბის საკუთარ ვერსიას ჰყვება.

 

„ჩემმა შვილმა მიირბინა შენობა რომ არის იქ ფერადი, ბოლოს მიირბინა ვახო ჩიქოვანმა, გული ეტკინა, ჩაიკუზა, ჩემს შვილს სთხოვა მანქანა მოიყვანე მე ვერ მოვიყვან ცუდად ვარო. ჩემი შვილი წავიდა მანქანის მოსაყვანად და რომ მოვიდა ვახო ისევ იქ დახვდა.

 

ჩემი აზრი ჩამოვაყალიბე, სამი მანქანა რომ ჩამოვიდნენ საბურთალოელები მაგათმა სცემეს ბიჭი, რატომ არ მოგვეხმარე ჩხუბში და რატომ გაიქეციო, ლოგიკურად ასეა.

 

თუ ჩემი შვილი დამნაშავეა არ გაიხაროს და სამუდამო მისცენ მაშინ პატიმრობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არ არის“,- განაცხადა ზ.ხ-ს მამამ.

 

ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X