17:21 | 2020-08-21 ავტორი: Prime Time

თუ ბინის ყიდვას აპირებთ – როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხის სუბსიდიით

თუ ბინის ყიდვას აპირებთ – როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხის სუბსიდიით

თუ ბინის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 31 დეკემბრამდე იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებთ.

 

ყველა სრულწლოვან მოქალაქეს სესხის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა შეუძლია. პროგრამა იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებასა და იპოთეკური კრედიტის გარანტიას გულისხმობს.

 

მსესხებელს შეუძლია სუბსიდიის ორივე კომპონენტით ერთდროულად, ან ცალ-ცალკე ისარგებლოს.

 

შეძლებულ ოჯახებს შეუძლიათ მთავრობის 200 ლარიანი დახმარება ბერი ანდრიას ფონდს გადაურიცხონ - აქცია, რომელსაც შეგიძლიათ შეუერთდეთ
2020-08-21შეძლებულ ოჯახებს შეუძლიათ მთავრობის 200 ლარიანი დახმარება ბერი ანდრიას ფონდს გადაურიცხონ - აქცია, რომელსაც შეგიძლიათ შეუერთდეთ

 

იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება – იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირს გადაწყვეტილი აქვს ბინის ყიდვა დეველოპერული კომპანიისგან და არა სხვა მეპატრონისგან, მთავრობა 5 წლის განმავლობაში სესხის 4%-ს დაუფინანსებს.

 

სესხები გაიცემა ლარში და არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს.

 

იპოთეკური კრედიტის გარანტია – მთავრობა უზრუნველყოფს ფიზიკურ პირს „ჩაუდგეს თავდებში“. პროგრამით სარგებლობა შეუძლია პირს, რომელსაც ბანკი დაუმტკიცებს იპოთეკურ სესხს, 2020 წლის 15 დეკემბრამდე.

 

პირველ რიგში, ფიზიკურმა პირმა კომერციულ ბანკთან ბინის შეძენის მიზნით იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს.

 

კომერციული ბანკი შეამოწმებს ფიზიკური პირის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და ამის საფუძველზე დაუმტკიცებს პირს იპოთეკურ სესხს.

 

კომერციული ბანკს შეუძლია სესხი გასცეს როგორც ფიქსირებულ, ასევე მცურავ საპროცენტო განაკვეთში.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები