fbpx
13:47 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

თუ აქციის მონაწილეს დაუდგინდება კორონავირუსი, როგორი იქნება ირმა ინაშვილის რეაქცია – „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის პასუხი

თუ აქციის მონაწილეს დაუდგინდება კორონავირუსი, როგორი იქნება ირმა ინაშვილის რეაქცია – „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის პასუხი

„ჩვენ დავიცავთ ყველა რეგულაციას, პირბადე ყველას ექნება და დისტანციაც იქნება დაცული“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

ირმა ინაშვილის განმარტებით, პანდემიის მიუხედავად აქცია ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

 

„მეც მინდა დავსვა კითხვა – პანდემია არ იყო მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მთელი საარჩევნო აქტივი საარჩევნო უბნებზე ტაშ-ფანდურს რომ მართავდა?!“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

ირაკლი იმნაიშვილმა ინაშვილს შეახსენა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით 134 მოქალაქე გარდაიცვალა.

 

წამყვანის კითხვაზე – „თუ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის მონაწილეს დაუდგინდება კორონავირუსი, როგორი იქნება მისი რეაქცია?!“ – ინაშვილმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბება არანაკლები ვირუსია.

 

„ამაზე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, სწორედ ამ გაზვიადებულმა ფონმა პოლიტიკურ სპექტრს წაართვა არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება.

 

ვწუხვარ და ვიზიარებ იმ ოჯახების მწუხარებას, რომელთა ოჯახის წევრებიც ეპიდემიის გამო გარდაიცვალნენ. მაგრამ არჩევნების გაყალბება კორონაზე ნაკლები ვირუსი და ეპიდემია არ არის. ახლა ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება არ არის სწორი.

 

ჩვენი აქციები არ იქნება ერთჯერადი – ეს იქნება პერმამენტული სახის აქციები და მკაფიოდ ვაცხადებ, დავიცავთ ყველა წესს და გავუფრთხილდებით ადამიანების სიცოცხლეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X