fbpx
10:55 | 2020-10-28 ავტორი:

თუ ამ სიმპტომებს გრძნობთ, შესაძლოა, გრძელვადიანი Covid 19-ის მაღალ რისკ-ჯგუფში იყოთ – როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს?

თუ ამ სიმპტომებს გრძნობთ, შესაძლოა, გრძელვადიანი Covid 19-ის მაღალ რისკ-ჯგუფში იყოთ – როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს?

კორონავირუსი ადამიანთა უმეტესობას მარტივად გადააქვს. თუმცა, ბოლოდრონდელმა კვლევებმა ექიმები და მეცნიერები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.

 

კერძოდ, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილს კოვიდის სიმპტომებთან (მუდმივიდ დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ.) ბრძოლა თვეების განმავლობაში უხდებათ.

 

გრძელვადიანი კოვიდის სახელით ცნობილი ეს მდგომარეობა ადამიანების ცხოვრებაზე დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს.

 

| რა არის ე.წ. გრძელვადიანი Covid 19-ის სიმპტომები

 

ჯერჯერობით გრძელვადიანი კოვიდის ზუსტი სამედიცინო განმარტება და საერთო სიმპტომები განსაზღვრული არ არის. შესაძლოა, ორ გრძელვადიან კოვიდპაციენტს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდეს.

თუმცა, გრძელვადიანი კოვიდისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი – მუდმივი გადაღლილობის შეგრძნებაა.

 

სხვა სიმპტომები – სუნთქვის უკმარისობა, მუდმივი ხველა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სმენისა და მხედველობის პრობლემები, თავის ტკივილი, სუნისა და გემოვნების დაკარგვა, გულის, ფილტვების, თირკმელებისა და ნაწლავების დაზიანება.

ასევე, მენტალური პრობლემები – დეპრესია, შფოთვა, აზროვნების უნარის დაქვეითება.

 

| გრძელვადიანი კოვიდ 19-ის მაღალ-რისკ ჯგუფში მყოფი პირები

 

King’s College London-ის ექიმის, კლერ სტივსის განცხადებით, ინფიცირების პირველ კვირაში  კორონავირუსის 5-ზე მეტი სიმპტომის ქონა, გრძელვადიანი კოვიდის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია.

 

თუ პაციენტს აღენიშნება მშრალი ხველა, დაღლილობა, თავის ტკივილი, დიარეა, სუნისა და გემოს შეგრძნებების დაკარგვა, უფრო მაღალი რისკის ქვეშაა გახდეს ე.წ. გრძელვადიანი კოვიდ პაციენტი, ვიდრე ის, რომელსაც პირველ კვირაში ვირუსის მხოლოდ ერთი სიმპტომი აღენიშნებოდა.

 

King’s College London-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ასაკი (50 წელს გადაცილებულები), სქესი (ქალი) და ჭარბი წონა გრძელვადიანი კოვიდის რისკს ზრდის.

 

ამასთანავე, ე.წ.გრძელვადიანი კოვიდის მაღალ-რისკ ჯგუფში არიან ფილტვების დაავადებებისა და ასთმის მქონე პირები.

 

„ადრეული მონაცემები აჩვენებდა, რომ კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მამაკაცებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქალებში. ასევე, მამაკაცებს, ქალებთან შედარებით, კორონავირუსის მძიმე ფორმები აღენიშნებოდათ. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან გახდნენ ე.წ. გრძელვადიანი კოვიდ პაციენტები, ვიდრე მამაკაცები“,- აღნიშნავს ექიმი სტივსი.

 

 

| გრძელვადიანი კოვიდ 19-ის სტატისტიკა

 

მკვლევრები რომის ერთ-ერთ უდიდეს საავადმყოფოდან გაწერილ 143 პაციენტს დააკვირდნენ.

 

კვლევამ აჩვენა, რომ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, პაციენტების 87%-ს კოვიდის მინიმუმ ერთი სიმპტომი 2 თვის შემდეგაც აღენიშნებოდა. ნახევარზე მეტი კი გადაღლილობის ქრონიკულ შეგრძნებას უჩიოდა.

 

აღნიშნული კვლევა Journal of the American Medical Association-ში გამოქვეყნდა.

 

Covid Symptom Tracker-ის აპლიკაციის მონაცემებით, (რომელსაც დიდ ბრიტანეთში 4 მილიონი ადამიანი იყენებს) საავადმყოფოდან გაწერილი ადამიანების 12%-ს კოვიდის სიმპტომები 30 დღის განმავლობაში აღენიშნებოდათ.

 

King’s College London-ის კვლევამ კი აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული:

 

  • 7-დან 1 ადამიანი ცუდად მინიმუმ, 4 კვირის განმავლობაში არის;

 

  • 20-დან 1 ადამიანი 8 კვირის განმავლობაში;

 

  • 45-დან 1 ადამინი 12 კვირის განმავლობაში.

 

 

| რატომ იწვევს SARS-CoV-2-ი გრძლევადიან კოვიდ 19-ს

 

 

ამ საკითხის გარშემო უამრავი მოსაზრება არსებობს, თუმცა საბოლოო პასუხი – არა. საკითხი შემდეგნაირია – მაშინაც კი, თუ ორგანიზმი ვირუსისგან თავისუფალია, მისი პატარა ნაწილი მაინც განაგრძობს არსებობას.

„თუ ადამიანს გრძელვადიანი დიარეა აღენიშნება, მაშინ გასაგებია, რომ ვირუსის პატარა ნაწილი სწორედ ნაწლავშია. თუ ადამიანს სუნისა და გემოს შეგრძნება აქვს დაკარგული, მაშინ ის ნერვულ უჯრედებშია“,- ამბობს King’s College London-ის პროფესორი, თიმ სპექტორი.

კორონავირუსს ასევე შეუძლია დიდი რაოდენობით უჯრედები დააინფიციროს, ეს კი შემდეგში ზედმეტად აქტიურ იმუნურ რეაქციას იწვევს, რაც სხეულს დაცვის ნაცვლად ზიანს აყენებს.

 

 

ამ თემის ირგვლივ კიდევ ერთი მოსაზრება ამბობს, რომ კორონავირუსის შემდეგ იმუნური სისტემა ნორმალურ მდგომარეობას ვერ უბრუნდება და სწორედ ეს იწვევს გრძლევადიან ავადობას.

 

ასევე, ინფექციამ შეიძლება ადამიანის ორგანოების ფუნქციონირების ცვლილება გამოიწვიოს. განსაკუთრებით, თუ ვირუსი ფილტვებს აზინებს.

 

გრძელვადიან ავადობას ადგილი ჰქონდა SAR-ისა და MERS-ის შემთხვევებშიც.

 

კოვიდს ცვლილებები შეაქვს  მეტაბოლიზმის პროცესშიც. ყოფილა შემთხვევები, რომ ინფიცირების შემდეგ, ადამიანები ვერ აკონტროლებდნენ სისხლში შაქრის დონეს.

 

არსებობს მონაცემები, რომ კორონავირუსი ცვლილებებს ტვინშიც იწვევს. თუმცა, ამას მეცნიერები კვლავ იკვლევენ.

„თეორია, რომელზეც მე ვმუშაობ, არის იმ სისხლძარღვების ნაადრევი დაბერება, რომლებიც ქსოვილებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის. თუმცა, სანამ ზუსტად რ გავარკვევთ რა იწვევს გრძლევადიან კოვიდს,  მისი მკურნალობის მეთოდზე საუბარი რთულია“, – აცხადებს University of Exeter-ის პროფესორი, სტრეინი.

| შეძლებენ გრძელვადიანი კოვიდ პაციენტები სრულად გამოჯანმრთელებას?

 

 

გრძელვადიანი კოვიდ პაციენტების რიცხვი დროთა განმავლობაში იკლებს. თუმცა, კორონავირუსი ჯერ კიდევ ახალია და მასზე ბევრი რამ არ არის ცნობილი.

 

არსებობს მოსაზრება, რომ მაშინაც კი თუ გრძელვადიანი პაციენტები სრულად გამოჯანმრთელდებიან, დროთა განმავლობაში მაინც მოუწევთ ვირუსის შედეგებთან ბრძოლა.

 

კერძოდ, დიდი შანსია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი აღენიშნებათ, მომავალშიც გაუმეორდეთ შეგრძნებები.

 

თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერია ცნობილი და შესაძლოა, მომავალში სიტუაცია სრულად შეიცვალოს.

 

 

| როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ გრძელვადიანი კოვიდპაციენტი ხართ

 

National Health Service (England)-მა გრძელვადიანი კოვიდ პაციენტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

ესენია:

 

  • ზედმეტად არ გადატვირთოთ საკუთარი თავი, მაქსიმალურად დაისვენეთ;

 

  • გასაკეთებელი საქმეები მთელ კვირაზე გადაანაწილეთ;

 

  • იფიქრეთ, რისი გადადება შეგიძლიათ დ რისი – არა.

ასევე, NHS-ი გრძელვადიან კოვიდ პაციენტებს ურჩევს, მუდმივად ეკონტაქტონ ექიმს.

 

 

The King’s-ის მკვლევარებმა შექმნეს სისტემა, რომელსაც შეუძლია თავდაპირველი მონაცემებით განსაზღვროს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გრძელვადიანი კოვიდის მაღალ რისკ-ჯგუფში არიან. თუმცა, სისტემა სრულყოფილი არ არის და განვითარებას საჭიროებს.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

 

ავტორი:

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X