fbpx
23:39 | 2020-06-04 ავტორი: თამთა თორდია

თუ ამ კადრის შემდეგ რომელიმე გაბედავთ… უნდა შეგრცხვეთ… – მაია ასათიანის ემოციური მიმართვა

თუ ამ კადრის შემდეგ რომელიმე გაბედავთ… უნდა შეგრცხვეთ… – მაია ასათიანის ემოციური მიმართვა

გადაცემა „პროფილში“ ანა გიორგობიძე – შუბითიძე მისი ისტორიის შესახებ ყვება. ის სასტიკი ძალადობის მსხვერპლია. მისი თქმით, მას მთელმა ქვეყანამ ტალახი ესროლა, იმის გამო რომ ხმა ამოიღო.

 

„ახლა პირველად ვიღებ ხმას, მე დაცვის მაგივრად სრულიად საქართველომ ტალახი მესროლა, თუ რატომ ამოვიღე ხმა, ჩემმა მეგობრებმაც კი ტალახი მესროლეს.

 

2020-06-04"ჩემი შვილის დაკრძალვიდან სამი დღე იყო გასული, სარკეში რომ ჩავიხედე და ჩემს თავს ვუთხარი..." - "პროფილი" 12 წლისაა

 

ვეღარ გადავიტანე 33 კილო ვარ და ისე მოატრიალეს სიტუაცია, რომ თურმე მე ვძალადობდი“, – თქვა გადაცემა „პროფილში ანა გიორგობიძემ.

 

მისი საუბრის შემდეგ კი მაია ასათიანმა ქალებს მიმართა.

 

„მინდა შეხედოთ ეკრანს, თუ ამ კადრის შემდეგ რომელიმე თქვენგანი გაბედავთ და ამ ადამიანს ტალახს ესვრით, იმის გამო, რომ ხმა ამოიღო და საკუთარი თავის დაცვა სცადა.

 

ყველას უნდა გრცხვენოდეთ, იმიტომ, რომ თქვენ ამას ხედავდით და ხმას არ იღებდით, ეს ადამიანი ახლა 30 კილოგრამზე ცოტათი მეტია და ის სასტიკი ძალადობის მსხვერპლია, რატომ არ ეხმარებოდით მას?

 

ყველას მოგმართავთ როცა ასეთ რამეს გაიგებთ ხმა ამოიღეთ და იცოდეთ, რომ ასეთი ტრაგედია შესაძლოა თქვენთანაც მოვიდეს“, – მიმართა მაია ასათიანმა საზოგადოებას.

 

მთელმა ქვეყანამ ტალახი მესროლა

,,მთელმა ქვეყანამ ტალახი მესროლა, იმის გამო, რომ ხმა ამოვიღე'' – ანა გიორგობიანი – შუბითიძე

Posted by თოქ-შოუ პროფილი on ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X