fbpx
14:37 | 2020-09-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„წუხელ ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი“ – მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

„წუხელ ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი“ – მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა.

 

შემთხვევის დეტალებზე „პრაიმტაიმთანხუმარაშვილის დედა საუბრობს:

 

„თამაზ მეჭიაურის მძღოლი იყო ჩემი შვილი. ხევსურთსოფლის რწმუნებული, ზურა ბექაური მეჭიაურს მალულად დაუპირისპირდა. ამ ყველაფერს გიორგი ხედავდა და ვერაფერს ამბობდა.

 

შემდეგ ჩემს შვილსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა. იყო ცინიკური საუბარი, დამცირებები

 

წუხელ ბექაური ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი, ამანაც საპასუხო დაუბრუნა. შემდეგ როცა წავიდა, გიორგიმ თავის ჩამოხრჩობა სცადა“, – იხსენებს ახალგაზრდა ბიჭის დედა.

 

„გიო, მთავარია გადარჩე! მერე ყველას თავისი მიეზღვება!..“, – წერს თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში.

 

გიორგი ხუმარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

„კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე“, – განმარტავენ კლინიკის პრესცენტრში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X