19:40 | 2021-07-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“ცუდი ფაქტი მოხდა. თუმცა ვიღაცას, ვინც რაიონიდან იყო ჩამოსული, თუ აქაური იყო, რა თქმა უნდა, ნერვები არ ეყოფოდა” – ზურა ხაჩიძე

“ცუდი ფაქტი მოხდა. თუმცა ვიღაცას, ვინც რაიონიდან იყო ჩამოსული, თუ აქაური იყო, რა თქმა უნდა, ნერვები არ ეყოფოდა” – ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე თავის მოგვარე მეგობართან, “ქუჩის ბიჭ”, პაატა ხაჩიძესთან ერთად გუშინ პარლამენტის წინ იყო, არ ჩატარებული პრაიდის ღირსების მარშის გასაპროტესტებლად. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, გავიდა იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლნი დაეცვა. თუმცა პირადად მსგავს ფაქტს არ შესწრებია.

 


მიაჩნია, რომ ადამიანთა ის ნაწილი, ვინც გუშინ მედიის წარმომადგენლებზე იძალადა, შეგზავნილები და მართულნი იყვნენ. პროტესტის გამომხატველთა დიდი ნაწილი კი მშვიდობიანი და სამართლიანი იყო. გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას, თუმცა აღიარებს, რომ პროვოკაციებზე, ვიღაცებს, ნერვები აუცილებლად უმტყუნებდათ…

 

ზურა ხაჩიძე: – ძალადობის ფაქტებს არ შევსწრებივარ. ყველა სახის ძალადობას ვემიჯნები. მიუღებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მორალური სახის ძალადობა… მე ასევე არ მინდა, რომ ტელევიზიები ძალადობნენ მეუფეებსა და მოძღვრებზე. არც ის მინდა, მოსახლეობის პატარა ჯგუფი ძალადობდეს მედიაზე.

 

ჩემი ცხოვრებითა და შემოქმედებით, ადამიანებს სიყვარულისკენ მოვუწოდებ. ვერც ერთ ჩემს სიმღერას და გამოსვლას ვერ ნახავთ, სადაც მე ჩამოგდებისკენ და ჩაგვრისკენ მოვუწოდებდე. თუ მსგავსს იპოვით, პირობას ვდებ, სახლში დავჯდები. (მიტინგების პერიოდში, შესაძლოა, მითქვამს, რომ დასაჯელი უნდა დაისაჯოს-მეთქი. ესეც სამართლიანობის ფარგლებში.)

 

საპატრიარქო მონაზვნის ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2021-07-06საპატრიარქო მონაზვნის ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

ჩვენ, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, რელიგიას და უმრავლესობის აზრს. რა თქმა უნდა, არ უნდა დავჩაგროთ უმცირესობა.

 

პრაიდის ორგანიზატორებს მოუწოდებდნენ საზოგადოება, სასულიერო პირები, რომ ჩვენს ქვეყანაში მიზანშეწონილი არ არის მისი ჩატარება. მათი მხარდამჭერები კი დასცინოდნენ ეკლესიის მრევლს, აბუჩად გვიგდებდნენ.

ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, პრემიერმინისტრმა არაერთხელ სთხოვა, რომ თავი შეეკავებინათ, თუმცა უგულებელყვეს ხელისუფლებისგან წამოსული აზრი.

 

განსახვავებული ორიენტაციის ადამიანები არასდროს დაგვიჩაგრავს და შენ ეს კარგად იცი. არასდროს არ ვდევნიდით. ასე იყო კომუნისტების დროსაც. ხელოვნებაში მოღვაწე არატრადიციული ორიენტაციის მქონე წარმატებულ ადამიანებს, ძეგლებიც დაუდგეს. კონკრეტულ სახელსა და გვარებს არ ჩამოვთვლი. მათთან თანაცხოვრების პრობლემა არავის არ აქვს. იცხოვრონ თავისთვის. მაგრამ მე არ მესმის, ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების მქონე ადამიანებს, რატომ ტენიან გეიპროპაგანდას. მაინცდამაინც რუსთაველზე, ქაშვეთის წინ რატომ უნდა ჩაიარონ აღლუმით და მარშით?

 

„სახელმწიფოს მარცხი“ - საერთაშორისო მედია „თბილისი პრაიდზე“ წერს
2021-07-06„სახელმწიფოს მარცხი“ - საერთაშორისო მედია „თბილისი პრაიდზე“ წერს

 

მე გუშინ იქ ვნახე უამრავი ადამიანი. მათ შორის, თანამედროვედ ჩაცმულიც, საყურიანი ბიჭებიც, მაგრამ იდგნენ და აპროტესტებდნენ პრაიდის მარშს. ქართველი კაცი, თავისი შვილისთვის, რუსთაველზე უზნეობის პროპაგანდას არ დაუშვებს.

 

მე ვიცავ ჩემი ოჯახის სიწმინდეს. დავიცავ შენს შვილსაც და ჩემს შვილსაც. ნორმა ნორმაა. ეს არ ნიშნავს, რომ მე არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს ჩემს ოჯახში არ ვუშვებ, მაგრამ ქაშვეთის წინ გეიაღლუმებს არ ჩავატარებინებთ და ერთსქესიანთ ქორწინების დაკანონების წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნებით.

 

– ზურა, არ დაუშვებთ როგორ? ასეთი ძალადობრივი გზით?

 

– რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდი შედეგი იყო. ეს ქვეყნის განვითარებას უკან წევს. არავითარ შემთხვევაში ძალადობრივი გზით. ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ პროტესტი.

 

ვიღაცას, ვინც რაიონიდან იყო ჩამოსული, თუ აქაური იყო, რა თქმა უნდა, ნერვები არ ეყოფოდა. ცუდი ფაქტი მოხდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უკან გადადგმული ნაბიჯია. გამოძიება დაიწყო და აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან. ფაქტია, რომ დიდი პროვოკაცია იყო. ალბათ, გამოძიება დადებს შედეგს, ეს მოძალადეები ვისგან იყვნენ მართულნი.

 

შეიძლება ახლა რასაც ვიტყვი, ვიღაცას აბსურდულად მოეჩვენოს, მაგრამ ის, ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა, იყვნენ შემოგზავნილი პროვოკატორები.

 

2021-07-05"ბევრად მეტნი ვართ ჰეტეროები, რომელთაც ქალები გვიყვარს" - დათო ევგენიძე

 

მე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ, საჯარო მოხელე გახლავართ და მგონია, რომ ეს ხალხი მოგზავნილი იყო. პარლამენტის წინ უკიდურესად მშვიდობიანი ხალხი იდგა, რომელიც დუმილით აპროტესტებდა და გმობდა მომხდარ გადაცდომას და ძალადობას. ჩემი იქ გასვლის მთავარი მიზანი იყო ის, რომ თუ ვნახავდი, რომ ვინმეს ჩაგრავდნენ, მე დამეცვა. თუმცა იქ, სადაც მე ვიდექი მსგავსი ფაქტი არ მინახავს.

 

ქაშვეთის წინ, სხვა მეუფეებთან ერთად, პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მშვიდობის პარაკლისი ჩაატარა და დავესწარით. მე 15 წლიდან ეკლესიის წიაღში ვარ, მრევლი გახლავართ. გუშინ გამოსული ხალხის უმეტესობა იყო ეკლესიის მრევლი, რომელიც მის წინამძღვარს ემორჩილება.

 

ვნახე უამრავი უცხოელი, რომლებიც ჰყვებოდნენ, რა გაიარეს მათმა ქვეყნებმა, როდესაც გეიპროპაგანდა იწყებოდა. დაკარგეს ფარი, რომლითაც თავიანთ ღირებულებებს და ტრადიციებს იცავდნენ.

 

მე ბევრი მეგობარი ჟურნალისტი მყავს, შენ იცი, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე. არ შეიძლება იმ ადამიანების უმრავლესობის აზრი არ გაითვალისწინო, რომელიც ამ ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილია, არის ეკლესიის შვილი და მრევლი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავერიოთ. ეს ჩვენს ქვეყანას მხოლოდ აზარალებს.

 

მოვითხოვთ, რომ ყველამ სცეს პატივი ჩვენს ტრადიციებს. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს არ ვჩაგრავთ, მაგრამ გეიპარადები დაუშვებელია. მე ვარ მართლმადიდებელი ოჯახის შვილი, ყოველთვის დავიცავ ჩემს რწმენასა და ჩვენი შვილების მომავალს.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X

error: Content is protected !!