fbpx
11:33 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

ცუდი ამბებია, მდგომარეობა გაუარესდა, ერთ დღეში 697 ინფიცირებული გვყავს – ნიკოლ ფაშინიანი

ცუდი ამბებია, მდგომარეობა გაუარესდა, ერთ დღეში 697 ინფიცირებული გვყავს – ნიკოლ ფაშინიანი

ცუდი ამბებია, მდგომარეობა გაუარესდა, ერთ დღეში 697 ინფიცირებული გვყავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა,

ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

„ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ საავადმყოფოები მათ დროულ განთავსებას ვერ ახერხებენ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად მაინც მუშაობს
2020-06-02ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად მაინც მუშაობს

 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში უკვე ჰყავთ 20 000 დაინფიცირებული, თუმცა შესაძლოა, ამის შესახებ მათ თავად არ იციან.

 

 

„ისინი არიან მთავარი გამავრცელებლები, ისინი ტრანსპორტით სარგებლობენ, დადიან კაფეებსა და სამსახურებში, სეირნობენ. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ერთმანეთი აღვიქვათ, როგორც ვირუსის პოტენციური მატარებლები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X