fbpx
16:23 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

„ცუდად არიან, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში“ – რა პოზიცია აქვს შაქარაშვილის ოჯახს ბრალდებულების სასჯელზე

„ცუდად არიან, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში“ – რა პოზიცია აქვს შაქარაშვილის ოჯახს ბრალდებულების სასჯელზე

„სასჯელები არის ობიექტური. იმ პირობებში რა ბრალდებაც ჰქონდათ წაყენებული, სასამართლომ ობიექტური სასჯელები მიუსაჯა და ბუნებრივია ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის, მკვლელობის ნაწილი ჯერ განსახილველია და მიმდინარეობს. ესაა ოჯახის პოზიცია“,- ამის შესახებ მირიან ნიკოლაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

 

მან გიორგის მშობლების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

 

„ცუდად არიან, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, უჭირთ და ეს სასჯელები, რომ გითხრათ მათთვის რამე შეღავათია ბუნებრივია არაფერი, მაგრამ ის, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩენილიყო ეს ფაქტია“,- აცხადებს მირიან ნიკოლაძე „პრაიმტაიმთან“.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასჯელის ვადები ცნობილია. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

სასჯელის ვადები ასეთია:

 

ლაშა შერმადინს, გიორგი მერაბიშვილს და ნიკა ცუცქირიძეს – 5 წელი და 3 თვე.

 

აკაკი ქვრივიშვილი – 6 წელი და 9 თვე.

 

არასრლუწლოვანი ზ.ხ.-ს – 6 წელი და 9 თვე.

 

ნიკოლოზ ქანაშვილი – 3 წელი და 9 თვე.

გამოძიება დაკავებულებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

აღნიშნულ საქმეზე პროკურორის ინფორმაციით, 55-მდე მოწმე დაიკითხა, რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს – 11 სრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

ავტორი: Prime Time
X