11:37 | 2021-01-13 ავტორი: Prime Time

“ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ… ღმერთო, რა საოცარია!” – უცნაური დამთხვევები თამარ ივერის ცხოვრებაში

“ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ… ღმერთო, რა საოცარია!” – უცნაური დამთხვევები თამარ ივერის ცხოვრებაში

ქართველ სოპრანოს თამარ ივერს საყვარელი შინაური ცხოველი გარდაეცვალა. ცოტა ხნის წინ საოცარი დამთხვევები აღმოაჩინა. ბივერ იორკის ჯიშის ძაღლი 9 იანვარს, თამარ ივერის მამის დაბადების დღეს დაიბადა და 9 იანვარსვე გარდაიცვალა. ამასთან, რაც არ უნდა უცნაური იყოს, თამარ ივერის მეორე ძაღლი, გერმანული ნაგაზი 8 სექტემბერსაა დაბადებული და თავად თამარ ივერის დაბადების დღეს ემთხვევა.

 


“ცრუმორწმუნე მინცდამაინც არ ვარ,მაგრამ არ ვიცი შემთხვევითობაა თუ რას მივაწერო? ალბათ მიხეილ ცაგარელი უკეთ გამცემდა პასუხს.

 

ჩემი აწ გარდაცვლილი ბივერ იორკი სისი ცხონებული მამაჩემის დაბადების დღეს, 9 იანვარს იყო დაბადებული და პრაქტიკულად, თავისივე დაბადების დღეს გარდაიცვალა.

 

ჩემი მეორე გერმანული ნაგაზი როი კი რომ დავხედე ნუსხას… დავინახე რომ ჩემს დაბადების დღეს, 8 სექტემბერს დაბადებულა… ღმერთო,რა საოცარია ეს სამყარო”, – წერს თამარ ივერი.

 

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!