21:14 | 2020-07-08 ავტორი: Prime Time

ცრუ ჩვენების მიცემის გამო არასრულწლოვანი დააკავეს – ლიფტის შახტში ჩავარდნილი 17 წლის გოგოს საქმე

ცრუ ჩვენების მიცემის გამო არასრულწლოვანი დააკავეს – ლიფტის შახტში ჩავარდნილი 17 წლის გოგოს საქმე

წყალტუბოში ლიფტის შახტში ჩავარდნილი 17 წლის გოგოს საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

რატომ გახშირდა უბედური შემთხვევები ლიფტში და როგორ უნდა ავირიდოთ ის თავიდან - სპეციალისტის განმარტება 
2020-07-03რატომ გახშირდა უბედური შემთხვევები ლიფტში და როგორ უნდა ავირიდოთ ის თავიდან - სპეციალისტის განმარტება 

დაკავებულს ბრალად ცრუ ჩვენების მოცემა ედება. მან გამოძიებასთან მოიტყუა თითქოს შემთხვევის ადგილზე არ იყო.

 

მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურს გარდაცვლილი არასრუწლოვანი გოგოს ოჯახს. მათ მოზარდის დაკავების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ჰქონიათ.

 

შემთხვევა წყალტუბოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +