fbpx
13:43 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

ცრემლი ღვინოში რომ გივარდება, სიკვდილი გირჩევნია იქ ყოფნას – ლადო კახაძე ქელეხის აკრძალვაზე

ცრემლი ღვინოში რომ გივარდება, სიკვდილი გირჩევნია იქ ყოფნას – ლადო კახაძე ქელეხის აკრძალვაზე

შესაძლოა, დიდი თავყრილობები, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი მთავრობამ, კორონავირსუსის პრევენციის გამო აკრძალოს.

 

„როგორ არ ვყოფილვარ ქელეხში თამადა, ეს იყო მაგრამ მტერის და ავისას, როგორც მე იქ ვყოფილვარ, რა სიტყვებსითაც ვსაუბრობ, ცრემლი ღვინოში რომ გივარდება და სიკვდილი გირჩევნია იქ ყოფნას“, -ასე  იხსენებს ცნობილი თამადა, პარლამენტის დეპუტატი, ლადო კახაძე ქელეხში თამადობას.

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთხელ ყოფილა ქელეხში თამადა, თუმცა, ქელეხების გამართვის მომხრე არ არის.

 

„ქელეხი ჩვენი დიდი ტრადიციაა, ბევრ ქვეყანას თავისებურად აქვს, თავიდანვე მოწინააღმდეგეების რიგში ვარ. არის საღვთო წესის აგება, არის პარაკლისი და ასე ვფირობ ეს სულის ნაწილია. როგორ არ ვყოფილვარ ქელეხში თამადა, ვინმემ გითხრათ რომ არ ვყოფილვარ? ეს იყო მაგრამ მტერის და ავისას, როგორც მე იქ ვყოფილვარ, რა სიტყვებსითაც ვსაუბრობ, ცრემლი ღვინოში რომ გივარდება და სიკვდილი გირჩევნია იქ ყოფნას. ქელეხში ვინც მოდის ადამიანი, ცხოვრების დიდ ნაწილს ტოვებს, ვგულისხმობ იმ ადამიანს ვინც განიცდის, ხდება ისეც რომ ადამიანები მაგალითად ღვინის დასალევად მიდიან ქელეხებში, უფალმა მაპატიოს. ეს სიკვდილია იქ ყოფნა. რეკომენდაციას გავცემ გაუქმდეს ქელეხები, თუმცა ეს ტრადიციას ეწინააღმდეგება. მე სხვას ვერ ვუბრძანებ, რომ მართალი ვარ, რადგან ეს სენსიტიური თემაა„, – ლადო კახაძე.

 

ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის დადგენილება საჭირო არ უნდა იყოს და მსგავსი თემები ადამიანების შეგნების საკითხია.

მაგაზე მთავრობის დადგენილებაა საჭირო? ეს ჩვენ თვითონ ადამიანებმა უნდა გავაკეთოთ. ჩემმა მეგობარმა დამირეკა 70 წლის იუბილე უნდა გადაეხადა, მითხრა შევდივარ მდგომარეობაში და უნდა გადავდოო. ეს არის განათლების საკითხი, ადამიანების მზაობა მიიღოს მონაწილეობა იმ პრობლემის მოგვარებაზე, როგორც ერთმა დამოუკიდებელმა ჯარისკაცმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X