00:59 | 2020-03-31 ავტორი: თამთა თორდია

ცოცხლად ვიმყოფები ჯოჯოხეთში – ესპანეთში გარდაცვლილი მრავალშვილიანი ქალის მეუღლე

ცოცხლად ვიმყოფები ჯოჯოხეთში – ესპანეთში გარდაცვლილი მრავალშვილიანი ქალის მეუღლე

ესპანეთში კორონავირუსით ​გარდაცვლილი ქართველი ქალის მეუღლე მამუკა ნაჭყებია გადაცემა „360“ გრადუსში აცხადებს, რომ ის ცოცხლად იმყოფება ჯოჯოხეთში.

 

მისი თქმით, როგორც კი პირველი ფრენა იქნება, ის სამშობლოში დაბრუნდება. მას სწორედ ის უკლავს გულს, რომ მის მეუღლეს ვერ გამოეთხოვა.

 

„ეგ არის გულს რომ მიკლავს, ესაა, რომ დამტანჯა ამ ყველაფერმა, ცოცხლად ვიმყოფები ჯოჯოხეთში. მამაო მოდის ჩემთან და ის მამხნევებს“, – აცხადებს მამუკა ნაჭყებია.

 

34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში 2 მარტს, სიმსივნეზე სამკურნალოდ გაემგზავრა. 16 მარტს ცირა კორონავირუსით დაინფიცირდა, ონკოლოგიურმა დაავადებამ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო და ახალგაზრდა ქალი მდგომარეობის დამძიმების გამო 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა.

 

მას 5 შვილი დარჩა.

 

მამუკა ამჟამად ესპანეთში, ლტოლვილთა თავშესაფრის კარანტინში იმყოფება. ცირა ალიხანაშვილი მადრიდში 27 მარტს დაკრძალეს. მამუკა ნაჭყებია შვილებთან, სავარაუდოდ, 10 აპრილამდე დაბრუნდება.

 

ამავე თემაზე: 

 

გადაწყდა, სად დაკრძალავენ მადრიდში კორონავირუსით გარდაცვლილ ქართველ ქალს

 

ბავშვები ჭიშკართან ატირებულები ელოდებიან დედას – ესპანეთში გარდაცვლილი ქალის მეუღლე დახმარებას ითხოვს

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X