fbpx
10:17 | 2020-10-14 ავტორი: Prime Time

ცოცხალი მჭირდება ეს ღორი! – თამარ თორაძე გიორგი რურუაზე

ცოცხალი მჭირდება ეს ღორი! – თამარ თორაძე გიორგი რურუაზე

თორაძეების ოჯახის საზარელ ანგარიშსწორებას გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე სოციალურ ქსელში, გვერდზე „რურუა გმირია“ გამოეხმაურა პოსტს, სადაც წერია, რომ რურუას გათავისუფლებამდე 18 დღე დარჩა.

 

„იმედია, 18 დღეში არ გამოასვენებთ რურუას! ცოცხალი მჭირდება ეს ღორი”“, – წერს თამარ თორაძე. 

 

შეგახსენებთ, გვერდი ახალი გახსნილია და განთავსდა გიორგი რურუას და მერაბ კოსტავას ფოტოები. აღწერაში ვკითხულობთ: „შენ მხოლოდ იმიტომ ვერ ხვდები განსხვავებას, რომ გიორგი ცოცხალია”.

 

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას 30 ივლისს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია და ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X