fbpx
19:50 | 2020-07-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“ცოტნეს და ნინიკოს დედიკოს ხასიათი აქვთ, მელანქოლიაში არ ვარდებიან” – როგორია 10 წლის ვუნდერკინდის ცხოვრება კადრს მიღმა

“ცოტნეს და ნინიკოს  დედიკოს ხასიათი აქვთ, მელანქოლიაში არ ვარდებიან” – როგორია 10 წლის ვუნდერკინდის ცხოვრება კადრს მიღმა

ამ ათი წლის საოცარ ბიჭს ყველა იცნობთ. ნურავის ადარებთ, მათ შორის, ნურც მოცარტსო, – იყო უცხოელი მუსიკოსების რჩევა – ის იმდენად თვითმყოფადი და ნიჭიერია, არავის არ ჰგავსო. ასეც არის.

 

პანდემია რომ არა, ცოტნე ზედგინიძის მიწვევა პარიზის მუსიკალურ სამყაროს სურდა. ბასტილიისს თეატრის მცირე დარბაზში უნდა დაეკრა… სოლო კონცერტი, 10 წლის ცოტნეს სოლო კონცერტი, რომლითაც მსოფლიო გაიცნობდა… ეს დროც ძალიან მალე მოვა.

 

დიდი ხანია ხომ ქმნის კომპოზიციებს და თავში აქვს “დასეივებული”. ზოგჯერ ახსენდება და თემა და იმპროვიზაცია რომ არ დაავიწყდეს, ტელეფონში იწერს. ოღონდ ხანდახან, თუ გაახსენდა. თურმე თამაშის დროს იბადება ეს კომპოზიციები, ასეთი რთული, დრამატული კომპოზიციები. ცოტნეს რომ უსმენ, რწმუნდები, რომ ნიჭი ყოვლის შემქმნელის ნაბოძებია რამაა. და კიდევ უფრო ოცდები, როცა მისი გამზრდელი ბებიისგან ისმენ, რომ ეს ერთი შეხედვით უსაყვარლესი ბავშვი, როგორ ერთიანად ინტერესდება მითოლოოგით, მხატვრობით, კინემატოგრაფიით, ლიტერატურით. ან როგორ მოსდის გენიოსი ტვინის ხვეულებში ამდენი ახალი ინფორმაცია, რომელსაც ნოტებად ყრის ფორტეპიანოზე.

 

როგორ უკრავს 9 წლის ქართველი ...

 

როგორც ვუნდერკინდის ბებია, მეურვე და მისი განმანათლებელი, მუსიკოსი ნინო მამრაძე “პრაიმტაიმთან” ჰყვება, ახლა ცოტნეს ფორტეპიანოს პერიოდი არ უდგას. 14 ივნისს დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს შემდეგ სერიოზული კომპოზიცია არ დაუწერია.

თუ რას აკეთებს ამ პერიოდში ცოტნე, ამ საინტერესო საუბრიდან შეიტყობთ.

 

10 წლის ვუნდერკინდმა, ცოტნე ზედგინიძემ გარდაცვლილ დედას კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა
2020-06-0810 წლის ვუნდერკინდმა, ცოტნე ზედგინიძემ გარდაცვლილ დედას კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა

 

ნინო მამრაძე: – თავისებური პერიოდი აქვს. ამიტომ ბოლო ორი კვირა არც ისე აქტიური იყო ფორტეპიანოსთან. სამაგიეროდ, ახლა მხატვრების სტილისტიკით და ჟანრით (ისევე როგორც მუსიკაში) არის დაინტერესებული და უღრმავდება. საფუძვლიანად სწავლობს სიურეალისტების, იმპრესიონისტების, დადაისტების მიმდინარეობებს… ამას დამოუკიდებლად აკეთებს, უბრალოდ, რახან ერთად ვცხოვრობთ, მისთვის მოსაუბრის კარგი შემთხვევა ვარ. ლიტერატურაში, მუსიკასა და მხატვრობაში თვითონ ვცოცხლობდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ადვილად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენს საუბრებში არის იუმორიც, განხილვაც…

 

მენტორულად არ ვმუშაობთ. ეს არ არის ორი საათით ჯდომა, როგორც გაკვეთილზე. პროცესს ასე დავახასიათებ: მე ვუყვები, მაგრამ აქ არის ცოტნეს მიგნებები. ამ მიგნებებში ჩემი ფუნქციაა, მე ვარ ყველგან. ეს ერთი საერთო წყალი, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ მიგნებების არეალს ქმნის. ადამიანმა თვითონ მიაგნოს რაიმეს – აქედან ამოვდივარ.

 

ვან გოგია მისი სათაყვანებელი მხატვარი. იყო გატაცებული გოიათი, ბოსხით, ლეონარდო და ვინჩით, რემბრანდტით… იმპრესიონიზმის და ექსპრესიონიზმის ერთდროული აღქმა აქვს მუსიკასა და მხატვრობაში.

 

9 წლის ქართველი მოცარტი ნიკოლოზ ...

 

სიურელიზმზე და დადაიზმზე გადავიდა. ბავშვობიდან უყვარდა აბსურდის ელემენტებით თამაში. ვუხსნიდი, რა არის აბსურდის თეატრი. ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც ასეთს ქმნიდა.

 

ექსპრესიონიზმიდან გამომდინარე უყვარს ალფრედ ჰიჩკოკი. მე პროგრამულად არასდროს ვუთითებ, რა ნახოს. ამას თვითონ აგნებს. იმის გათვალისწინებით, რაც უკვე მოისმინა, თვითონ აგნებს და ნახულობს. ჰიჩკოკის 59 ფილმიდან 39 აქვს ნანახი და შესწავლილი. თავიდან ბოლომდე სურს ავტორის მთელ შემოქმედებას გაეცნოს მუსიკაშიც, მხატვრობაშიც, კინოშიც. ოღონდ პერიოდები აქვს, რაღაც დროს მიატოვებს, მერე მიუბრუნდება.

 

თან აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ცოტნე არის ბავშვი, რომელიც გაუთავებლივ თამაშობს. თავის დასთან ერთად ყირაზე გადადის. იმ ყველაფრის შემეცნება, რაზეც გესაუბრებით, ერთ ქსოვილშია მოქცეული, ყველაფერთან ერთად ხდება. თამაშთან ერთად იღებს ამ ინფორმაციებს. ტვინი ხომ მუდმივად მუშაობს. დასვენებას კიდევ სხვა რამეზე გადართვის საშუალებით ახდენს. ასე ერთვება ცოტნე სხვადასხვა რამეებზე, თამაშ-თამაშ.

 

 

დასთან როდესაც თამაშობს, დადგმებს აკეთებს. ცოტნეს და ნინიკოს თამაშში არასდროს ვერევი. ყირაზე გადადიან და მადლობა ღმერთს, მომლხენი ბავშვები არიან, ოპტიმისტურად განწყობილი. დედიკოს ხასიათი აქვთ, ამან გვიშველა. ნათელ ფერებში ხედავენ ცხოვრებას.

 

ცოტნეს სიურეალისტებში და ექსპრესიონისტებში შეტაკებები მოსწონს, მძლავრი შეტაკებები. იმ ტრაგიკულ ნოტებს, რომელიც ცხოვრებაში და ხელოვნებაშია, საოცრად დაბალანსებულად აღიქვამს. არასოდეს არ ეფლობა მელანქოლიაში. მელანქოლიისკენ კი არა, დიდი აქტიურობისკენ არის მიდრეკილი. ამას ყველაფერში ავლენს, მათ შორის – თამაშში. თამაში ყველაფრის საწყისია. დიდი ხალისით თამაშობს, იგონებს სიუჟეტებს, დგამს წარმოდგენებს. როცა დარბის და თამაშობს, მუსიკასაც მაშინ თხზავს – თავში. მერე მიდის უკრავს.

 

მე ასეთი მიდგომა მაქვს, 12 წლამდე არ მინდა რომ კომპოზიცია ისწავლოს. მინდა მანამდე თავის ფანტაზიებში აბსოლუტურად თავისუფალი იყო. მისი ენა რომ მომძლავრდეს. მადლობა ღმერთს, მას აქვს საკუთარი ენა კომპოზიციაში, რომელიც ახლა, 21-ე საუკუნეში ჩნდება.

 

2020-06-11"პარიზი ელოდება ცოტნეს" - 10 წლის ცოტნე ზედგინიძეს გასაცნობად პარიზის მუსიკალური სამყარო ელოდება

 

მუსიკალური ჩანაფიქრის ჩაწერის ხერხები უნდა იცოდეს. ამის სწავლება ჩემი ბიძაშვილის ქალიშვილს, მაკა ვირსალაძეს უნდა დაეწყო. მაგრამ პანდემიამ დაგვაბრკოლა. ეს ონლაინ არ გამოვა. მაკა და დინი ოდესღაც ჩემთან სწავლობდნენ ორივე. მაკას არაჩვეულებრივი მიდგომა აქვს, არ შევზუღად, კომპოზიციაში არ ჩავერევი, უბრალოდ ვასწავლი ინსტრუმენტობას და ჩანაფიქრის სანოტო ტექსტით ჩაწერასო, ამბობს.

 

ახლა თავში აქვს თავისი კომპოზიციები, უბრალოდ იმას მივაღწიე, რომ შიგადაშიგ ტელეფონზე იწერს კომპოზიციებს. იმდენი კარგი კომპოზიცია არ გვაქვს ჩაწერილი… არასდროს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ მივდივარ, შემოქმედებით პროცესში (და ბავშვის აღზრდაში) დაძალების და ნეგატივის მომენტი რომ არ ყოფილიყო ჩართული. ცოტნე, ჩაიწერე, რომ ვეკითხები, უფ, დამავიწყდაო, მეტყვის. როცა როიალზე იმპროვიზირებს ზოგჯერ იწერს. რომელიც მოეწონება, კიდევ რამდენჯერმე უკრავს, გადასხვაფერებულად. ასე მუშაობს თავის კომპოზიციებზე.

 

 

მალე მანგლისის აგარაკზე წავლენ დასასვენებლად. იქაც ბევრს ითამაშებს ჩვენი ვუნდერკინდი, თამაშ-თამაშში ბევრი ახალი კომპოზიციის მონახაზს გააკეთებს და ახალ სეზონზე კიდევ მოახერხებს სიამოვნებით მოგვრილი ჭიანჭველები შეგვასიოს ტანზე და კულტურული შოკი მიგვაღებინოს.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X