fbpx
16:59 | 2020-05-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ცოტნე გამსახურდია გერმანიაში გადაჰყავთ

ცოტნე გამსახურდია გერმანიაში გადაჰყავთ

ცოტნე გამსახურდიას გერმანიაში ნეირორეაბილიტაციის ცენტრში გადასაყვანად ამზადებენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ცოტნეს მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა.

 

„ევროპის საუკეთესო კლინიკებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, 2-3 კლინიკა გვაქვს არჩეული, ეს არის ნეირორეაბილიტაციის ცენტრები. რომელ კლინიკაზეც არჩევანს გავაკეთებთ და რომელიც უფრო სწრაფად მიგვიღებს იქ გადავიყვანთ.

 

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნელ-ნელა წინ მივიწევთ, დადებითი დინამიკა აქვს, უბრალოდ ხანგრძლივი პროცესი სჭირდება ამ ყველაფერს, რადგან დაზიანებები დიდია, არც ერთი ნაბიჯი უკან არ მიდის. საუბრით ჯერჯერობით არ საუბრობს, მაგრამ დავაწყებინეთ ჭამა, ეს ძალიან დიდი პროგრესია, კიდურებშიც მეტი ძალა აქვს“, – ამბობს ანა ჯაბაური.

 

ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა მანანა არჩვაძე-განსახურდიას კონტაქტი ცოტნესთან, ჯაბაური ასე გვპასუხობს:

 

„მანანა არჩვაძეზე კომენტარს არ აკეთებს, იგი დიდი ხანია, რაც დაბრუნდა თბილისში, ცოტნესთან მხოლოდ მე ვარ და მისი ძმები, რომელებიც აქტიურად რიან ჩართულნი მკურნალობის პროცესში. განსაკუთრებით გიორგი კურირებს ყველაფერს, გვაქვს დღეში რამდენჯერმე კონტაქტი, “, – ამბობს ანა ჯაბაური. 

 

 

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ის ამჟამად თურქეთის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X