23:31 | 2020-03-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ცოტა უცნაური შემთხვევაა, რატომღაც ახლა მოუნდა მოგზაურობაში წასვლა – ვინ არის 49-ე ინფიცირებული 

ცოტა უცნაური შემთხვევაა, რატომღაც ახლა მოუნდა მოგზაურობაში წასვლა – ვინ არის 49-ე ინფიცირებული 

ცოტა უცნაური შემთხვევაა, საფრანგეთის მოქალაქეა. რატომღაც ახლა მოუნდა მოგზაურობაში წასვლა, მთელი მსოფლიო რომ თავს იკავებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

იმნაძის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია პაციენტი საფრანგეთში დაინფიცირდა თუ საბერძნეთში, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში მალე დადგინდება, თუ რომელ ქვეყანაში დაინფიცირდა.

 

„ცოტა უცნაური შემთხვევაა, საფრანგეთის მოქალაქეა. რატომღაც ახლა მოუნდა მოგზაურობაში წასვლა, მთელი მსოფლიო რომ თავს იკავებს. ჩვენამდე იყო საბერძნეთში, შემდეგ ჩამოფრინდა საქართველოში. იმყოფებოდა კარავში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა სასეირნო და სამოგზაურო მიზნით შეზღუდულია. შემდეგ იყო გადაყვანილი კარანტინში და შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში 42-ე ინფიცირების შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირებული საფრანგეთის მოქალაქეა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა
2020-03-21საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა
ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები