11:14 | 2020-10-19 ავტორი: Prime Time

„ცოტა შიში მაქვს… არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას“ – პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ინფიცირების მეხუთე დღე

„ცოტა შიში მაქვს… არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას“ – პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ინფიცირების მეხუთე დღე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მარგველაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს.

 

უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
2020-09-11უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

 

გენადი მარგველაშვილი: კორონავირუსი მესამე დღე არის, რაც დამიდასტურდა. ხუთი დღეა, რაც ვირუსს ვატარებ. ტემპერატურის ცვალებადობა მაქვს 37,3 -36,8. მქონდა ღებინებაც, მაგრამ ამჟამად სტაბილურად ვარ.

 

ცოტა შიში მაქვს იმის, რომ ფილტვებში რამე არ იყოს. ოჯახში ვმკურნალობ, სისტემატიური კონტაქტი მაქვს ოჯახის ექიმთან, ქუთაისში ვარ. ვირუსი მე და ჩემს ბიჭს დაგვიდასტურდა.

 

– სად დაინფიცირდით კორონავირუსით?

 

– სად დავინფიცირდი, ვერ გეტყვით. მე ყველა კონტაქტი გადავეცი შესაბამის სამსახურს, არც ერთი კონტაქტს, რომელიც მე მივაწოდე, არ აქვს დადასტურებული კოვიდი. მე თვითონაც ვერ ვხვდები, სად დავინფიცირდი.

 

– დეპუტატებთან ხომ არ გქონდიათ შეხება?

 

– დეპუტატებთან შეხება არ მქონია. შეხება მქონდა კომიტეტის აპარატის წევრებთან, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, ყველა ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time


X